დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ჭიჭინაძე - პარტიიდან ვინმემ გაგვრიცხოს, როგორ წარმოგიდგენიათ? დაგვაყენებენ კუთხეში, გამოვა ვინმე და იტყვის, რომ გარიცხულები ხართო? - გამორიცხულია
ავტორი:
2018/აპრილი/12 13:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/chichinadze_98881.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487635-davith-tcitcinadze-partiidan-vinmem-gagvrickhos-rogor-tsarmogidgeniath-dagvayeneben-kuthkheshi-gamova-vinme-da-ityvis-rom-garickhulebi-khartho-gamorickhulia.html", "headline": "დავით ჭიჭინაძე - პარტიიდან ვინმემ გაგვრიცხოს, როგორ წარმოგიდგენიათ? დაგვაყენებენ კუთხეში, გამოვა ვინ...", "datePublished": "2018-04-12 09:06:18", "dateModified": "2018-04-12 09:06:18", "description": "ველოდებით უმრავლესობის შეკრებას, რა საჭიროა, რომ ზრდასრული ადამიანების ურთიერთობის დალაგებაში ჩაერიო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/chichinadze_98881.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ველოდებით უმრავლესობის შეკრებას, რა საჭიროა, რომ ზრდასრული ადამიანების ურთიერთობის დალაგებაში ჩაერიოს ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

პარტიულ დისციპლინასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად მან აღნიშნა, რომ ეს არასწორი გამოთქმაა.

"რაც შეეხება დისციპლინას, მგონი ჩვენ საკმაოდ ზრდასრული ადამიანები ვართ, რომ ჩვენი გადაკეთება ვინმემ შეძლოს. რა შეეხება შეთანხმებასა და თამაშის წესების დაცვას, ამაზე უნდა ვიმუშაოთ, უნდა შევთანხმდეთ. არავის უნდა ეგონოს, რომ "ქართული ოცნება" ვინმეს კერძო საკუთრებაა, ესაა ქართველი ხალხის არჩევანის შედეგად მოსული პარტია. პარტიის ყოველ წევრს, არამარტო დეპუტატს, თავისი წვლილი აქვს შეტანილი. რას ნიშნავს დისციპლინის დამყარება, მგონი ეს არასწორი გამოთქმაა", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, ყრილობა უნდა ჩატარდეს და გაუგებრობაში მონაწილე ყველა მხარე უნდა დაესწროს.

"ჩვენ ველოდებით უმრავლესობის შეკრებას, ჩვენი ბევრი კოლეგა გასულია ქვეყნის გარეთ. ამ დღეებში დაბრუნდებიან და როგორც კი მეტ-ნაკლებად, ამ გაუგებრობის ყველა მონაწილე იქნება თბილისში, შევიკრიბებით", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის ჩარევასთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

"თუ ქვეყნის მართვაში ადამიანი არ ერევა, რა საჭიროა, რომ ზრდასრული ადამიანების ურთიერთობის დალაგებაში ჩაერიოს ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ჩანაცვლდეს თუ არა პარტიის აღმასრულებელი მენეჯმენტი, მაგალითად გიორგი კვირიკაშვილი ან ირაკლი კობახიძე, ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ეს ადამიანები დაკისრებულ მოვალეობას მეტ-ნაკლებად წარმატებით ართმევენ თავს.

"მე ვერ ვიტყვი, რომ ვინმე უნდა წავიდეს, ეს არაა ჩემი გადასაწყვეტი. მე პრინციპში, რადგან „ქართულ ოცნებაში“ ვარ და უმრავლესობას მივეკუთვნები მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები მეტ-ნაკლებად წარმატებით ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას",- განაცხადა ჭიჭინაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ის პარტიიდან გარიცხონ, ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ეს გამორიცხულია.

"ეგეთი რამე გამორიცხულია. ვინ უნდა გაგვრიცხოს, როგორ წარმოგიდგენიათ? დაგვაყენებენ კუთხეში, გამოვა ვინმე და იტყვის, რომ გარიცხულები ხართო? გამორიცხულია. ვიღაცას არ მოვუყვანივართ, რომ ვიღაცამ გაგვრიცხოს", - განაცხადა ჭიჭინაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 585
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია