დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე - ერთადერთი გამოსავალი არის ამ გუნდის მშვიდობიანი გზით შეცვლა და არა ცალკეული სახელების და გვარების გადანაცვლება თანამდებობებზე
ავტორი:
2018/ივნისი/15 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/baqradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498738-davith-baqradze-erthaderthi-gamosavali-aris-am-gundis-mshvidobiani-gzith-shecvla-da-ara-calkeuli-sakhelebis-da-gvarebis-gadanacvleba-thanamdebobebze.html", "headline": "დავით ბაქრაძე - ერთადერთი გამოსავალი არის ამ გუნდის მშვიდობიანი გზით შეცვლა და არა ცალკეული სახელები...", "datePublished": "2018-06-15 08:52:38", "dateModified": "2018-06-15 08:52:38", "description": "ერთადერთი გამოსავალი არის ამ გუნდის მშვიდობიანი გზით შეცვლა და არა ცალკეული სახელების და გვარების გ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/baqradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ერთადერთი გამოსავალი არის ამ გუნდის მშვიდობიანი გზით შეცვლა და არა ცალკეული სახელების და გვარების გადანაცვლება თანამდებობებზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ამ პროცესში არ არსებობს პოლიტიკური ლოგიკა და ანგარიშ-ვალდებულება საზოგადოების მიმართ. ყველაფერი წყდება ოთახში, დახურულ კარს მიღმა. თვითონ ის ფაქტიც, რომ პრემიერის კანდიდატად შეარჩიეს კადრი, რომელიც ამ გუნდშიც კი ნაკლებად გამოცდილია, რომელსაც არ იცნობს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და არ გააჩნია მუშაობის გამოცდილება, ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები. ერთადერთი გამოსავალი არის ამ გუნდის მშვიდობიანი გზით შეცვლა და არა ცალკეული სახელების და გვარების გადანაცვლება თანამდებობებზე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უმრავლესობამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

პრემიერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 437
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია