დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ოლიგარქებს მფარველობს
ავტორი:
2017/სექტემბერი/19 14:30:01
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453053-demokratiuli-modzraoba-thavisufali-saqarthvelo-sazogadoebrivi-mautsyebeli-oligarqebs-mfarvelobs.html", "headline": "”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ოლიგარქებს მფარველობს", "datePublished": "2017-09-19 10:21:40", "dateModified": "2017-09-19 10:21:40", "description": "„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ოლიგარქებს მფარველობს”, - ამის შესახებ პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/619d3e4496e55f3432e7fd8b53cc408d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ოლიგარქებს მფარველობს”, - ამის შესახებ პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაუწყებელმა არ განათავსა პარტიის მერობის კანდიდატისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის სარეკლამო რგოლი, სადაც საუბარი მედიკამენტების გაზრდილ ფასებზეა. პარტიაში აცხადებენ, რომ მაუწყებელმა აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღო.

”საქართველოს აფთიაქებში მედიკამენტებზე ფასები რამდენჯერმე აჭარბებს მეზობელ ქვეყნებში მოქმედ ფასებს. სააფთიაქო მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლა საარჩევნო ბლოკის „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

ბლოკის ლიდერებმა - თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ - აღნიშნულ საკითხზე დაამზადეს სარეკლამო რგოლი, სადაც საუბარია საქართველოში ყველაზე უფრო ხშირად მოხმარებადი პრეპარატის „კაპტოპრილის“ფასზე, რომელსაც ქართველი მონოპოლისტი ოლიგარქები 4.5 ლარად ყიდიან, ხოლო მეზობელ ქვეყნებში მისი ფასი 0.5 ლარია.
მიუხედავად საზოგადოებრივ მაუწყებლებზე კანონით დაკისრებული ვალდებულებისა, რომ არადისკრიმინაციულად განათავსონ ყველა კვალიფიციური სუბიექტის რეკლამა ტელე-ეთერში, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ და აჭარის ტელევიზიამ კახა კუკავას და დიმიტრი ლორთქიფანიძის კლიპი აკრძალეს.

ის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული, ცხადად ჩანს მაუწყებლების მიერ ბლოკისთვის გამოგზავნილი აბსურდული დასაბუთებიდან, თითქოს კლიპი კომერციული ხასიათისაა და მისი მიზანია მასში გამოყენებული პროდუქტის რეალიზაციის ხელშეწყობა.
საარჩევნო ბლოკმა საჩივრით უკვე მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას”, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 719
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია