დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის ორგანიზებით კონფერენცია „საქართველოს პარლამენტის ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის“ გაიმართა
ავტორი:
2018/ივნისი/05 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/zoidze_fbb1c.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497098-parlamentis-organizebith-konferencia-saqarthvelos-parlamentis-iniciativa-mdgradi-ganvitharebis-miznebis-gankhorcielebisa-da-monitoringisthvis-gaimartha.html", "headline": "პარლამენტის ორგანიზებით კონფერენცია „საქართველოს პარლამენტის ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნები...", "datePublished": "2018-06-05 15:29:09", "dateModified": "2018-06-05 15:29:09", "description": "პარლამენტის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის თანამშრომლობ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/zoidze_fbb1c.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, კონფერენცია, სახელწოდებით - „საქართველოს პარლამენტის ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის“ - გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში პარლამენტის წევრებმა, აპარატის თანამშრომლებმა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და უცხოელმა ექსპერტებმა მდგრადი განვითარების მიზნების შემუშავების პროცესზე, მისი იმპლემენტაციის მექანიზმებზე და მოსალოდნელი შედეგების თაობაზე მოხსენებები წაიკითხეს და დისკუსია გამართეს.

კონფერენციის მეორე დღე მდგრადი განვითარების მიზნების მიმართ პარლამენტის შესაძლებლობების შეფასებას და მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისთვის პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხილვას დაეთმო. კონფერენციის ერთ-ერთი სესიის მოდერატორმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტის საკონსტიტუციო ფუნქციების განხორციელების საკითხში, მდგრადი განვითარების მიზნების შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მდგარდი განვითარების მიზნები - ეს არის გრძელვადიანი ხედვა, გრძელვადიანი სამიზნეები, მაგრამ მათ მიღწევას სჭირდება შუალედური მიზნების შესრულება და ყოველდღიური ქმედებები. სწორედ ამ ქმედებების და შუალედური სამიზნეების მიღწევის მონიტორინგი, ზედამხედველობა და ზოგადად ამ პროცესის ინსტიტუციონირება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პარლამენტმა ამ კუთხით თავისი როლი შეასრულოს მისი საკონსტიტუციო როგორც ვალდებულების, ასევე ფუნქციის შესრულებაში. ეს არის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, კანონების შექმნა, მათი დამტკიცება და შესრულების ზედამხედველობა. ამ მიმართულებების მდგრადი განვითარების მიზნები არის რეალურად ქვეყნის განვითარების ნიშანსვეტები. ყოველივე ამისთვის კი პირველ ეტაპზე უნდა შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაიწერება, თუ როგორ მოხდება ეს ზედამხედველობა, ვინ იქნებიან პასუხისმგებელი პირები, რა იქნება პროცესის ძირითადი ინდიკატორები და როდის შეგვეძლება ზედამხედველობის შედეგების შეფასება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

სესიაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კონფერენციის მონაწილეებმა მოსაზრებები გამოთქვეს. პარლამენტის წევრის, ანრი ოხანაშვილის მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იქნება თუ უშუალოდ კომიტეტების სამოქმედო გეგმაში აისახება ის ვალდებულებები, რაც კანონის შექმნის პროცესში მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებას უზრუნველყოფს.

პარლამენტის წევრმა, ირინე ფრუიძემ კონფერენციაზე კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღია მმართველობის ვალდებულების ფარგლებში, პარლამენტმა არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს ფორმატის განსაზღვრაზე იმსჯელეს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მდგრადი განვითარების საბჭოს ფუნქციების დროებით ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან შეთავსებას შეეხებოდა. პარლამენტის წევრის წინადადება კონფერენციის მონაწილეებმა მისაღებად მიიჩნიეს.

კონფერენციის დასკვნითი ნაწილი პარლამენტის სამოქმედო გეგმის მომზადების საკითხს დაეთმო, რომელიც ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინე ფრუიძემ წარმოადგინა. მომხსენებელმა სამოქმედო გეგმის პროექტის ძირითად მიმართულებებზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. ფრუიძემ კატეგორიების მიხედვით საპარლამენტო მექანიზმების, საკანონმდებლო, საზედამხედველო, წარმომადგენლობითი ფუნქციების და საბიუჯეტო პროცესის სავარაუდო აქტივობები განსაზღვრა.

ორდღიანი კონფერენციის მუშაობის შედეგები პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ -თამარ ჩუგოშვილმა, ინკლუზიური პოლიტიკური პროცესების, მმართველობისა და მშვიდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა - ჩარლზ შოველიმ და საპარლამენტთაშორისო კავშირის კონსულტანტმა- იზაბელ ობადიარუმ შეაჯამეს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 459
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია