დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ევროპული საქართველო“ - მოვუწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ არჩევნების გზით ხელისუფლების დასამარცხებლად
ავტორი:
2018/აპრილი/07 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/evropuli-saqartvelo.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487084-evropuli-saqarthvelo-movutsodebth-yvelas-rom-shemogvierthdnen-archevnebis-gzith-khelisuflebis-dasamarckheblad.html", "headline": "„ევროპული საქართველო“ - მოვუწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ არჩევნების გზით ხელისუფლების დასამარცხ...", "datePublished": "2018-04-07 08:10:17", "dateModified": "2018-04-07 08:10:17", "description": "მოვუწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ არჩევნების გზით ხელისუფლების დასამარცხებლად, - ამის შესახებ პა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/evropuli-saqartvelo.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მოვუწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ არჩევნების გზით ხელისუფლების დასამარცხებლად, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით შეუძლებელია.

“სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ზოგიერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია ხშირად აცხადებს, რომ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეუძლებელია. ეს მცდარი და საზიანო გზავნილია და პირდაპირ ასხამს წყალს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე. ხელისუფლების მიზანია, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება ნაკლები ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მივიდეს. ამ პოლიტიკური პარტიების პოზიცია მცდარის გარდა, უცნაურად არათანმიმდევრულიცაა - ისინი ერთი მხრივ, საერთო კანდიდატის ძიებაში არიან, მეორე მხრივ, კი არჩევნებში მონაწილეობის აზრს საერთოდ ვერ ხედავენ.

"ქართული ოცნება" წლებია არჩევნებში გასამარჯვებლად მრავალ არაკანონიერ მეთოდს იყენებს. ძალადობა, მუქარა, ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, ბიზნესის დაშინება - საარჩევნო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად ამისა, მივიჩნევთ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია და სწორედ ეს გზაა საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარების ინტერესი.

დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ხელისუფლების მუშაობით, გაზრდილი სიღარიბით, კორუფციით, კრიმინალითა და გადასახადებით უკმაყოფილოა, ამიტომ არჩევნებზე მოქალაქეების მაღალი აქტივობის შემთხვევაში “ქართული ოცნების“ შეცვლა გარდაუვალია. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ვერც უკანონო მეთოდების გამოყენება გადაარჩენს. ამიტომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც სურს ხელისუფლების შეცვლა და დემოკრატიული განვითარებისთვის ბრძოლა, ვთავაზობთ შემოგვიერთდეს. “ევროპული საქართველო“ გამარჯვებისთვის იბრძოლებს, როგორც ვანი/ხონსა და ცაიშში დაგეგმილ არჩევნებში, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებზეც და მოვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, როცა „ქართულ ოცნებას“ მოუწევს დატოვოს ხელისუფლება“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 692
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია