დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს განვითარების ერთადერთი საშუალება განათლებაა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/20 16:00:03
კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე პედაგოგებს შეხვდნენ. შეხვედრა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ მასწავლებლებზე დგას საქართველოს მომავალი. "ეს სფერო არის საპასუხისმგებლო სფერო. საქართველოს განვითარების ერთადერთი საშუალება არის განათლება და, შესაბამისად, სწორედ მასწავლებლებზე დგას ქვეყნის მომავალი. ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ვიმუშავებ იმისთვის, რათა კიდევ უფრი დაიხვეწოს ეს სისტემა", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
გარად ამისა, პრეზიდენტობის კანდიდატმა და განათლების მინისტრმა ისაუბრეს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებსა და რეფორმებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სავარაუდოდ იქნება შემოღებული სერტიფიცირების ახალი სისტემა. მინისტრ თამარ სანიკიძის შეფასებით, მოქმედი სისტემა არ არის ბოლომდე საკმარისი იმისთვის, რომ მასწავლებლის კვალიფიკაცია განისაზღვროს. განათლების სამინისტრო მუშაობს ახალი სისტემის შექმნაზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1164
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია