დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ხათუნა ლაგაზიძე - შეცვლიან თუ არა წულუკიანს, იქნება ლაკმუსის ქაღალდი იმისა, სურს თუ არა ხელისუფლებას მართლმსაჯულებაში რეალური ცვლილებები
ავტორი:
2018/ივნისი/02 09:30:02
../photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/lagazidze_d7c18.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/496515-khathuna-lagazidze-shecvlian-thu-ara-tsulukians-iqneba-lakmusis-qaghaldi-imisa-surs-thu-ara-khelisuflebas-marthlmsajulebashi-realuri-cvlilebebi.html", "headline": "ხათუნა ლაგაზიძე - შეცვლიან თუ არა წულუკიანს, იქნება ლაკმუსის ქაღალდი იმისა, სურს თუ არა ხელისუფლებას...", "datePublished": "2018-06-02 05:33:53", "dateModified": "2018-06-02 05:33:53", "description": "ხელისუფლებამ თავის გადასარჩენად მართლმსაჯულების სისტემაში რადიკალური ცვლილებები უნდა განახორციელოს,...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/lagazidze_d7c18.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ხელისუფლებამ თავის გადასარჩენად მართლმსაჯულების სისტემაში რადიკალური ცვლილებები უნდა განახორციელოს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შეცვლიან თუ არა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, იქნება ლაკმუსის ქაღალდი იმისა, უნდა თუ არა ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემაში რეალური ცვლილებები.

„ის პროცესები, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებში მიმდინარეობს, გონიერი ხელისუფლებისთვის რეინკარნაციის შანსია. ეს პროცესები „ქართული ოცნებისთვის“ არის იმის შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დარღვიოს ხელისუფლების შეცვლის რევოლუციური მანკიერი გზა.

პირველი რიგში, გონიერმა ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე. მეორეც - ხელისუფლებამ, რომელიც ნირვანაში იყო, ხშირ შემთხვევაში სირაქლემასავით თავი მიწაში ჰქონდა ჩარგული და ეგონა, აპათიაში ჩავარდნილი საზოგადოება მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, დაინახა, რომ ასე არ ყოფილა. იმედი მაქვს, „ქართულმა ოცნებამ“დაინახა ისიც, რომ დღეს ქუჩაში უპირატესად გამოსულია ახალგაზრდობა. ახალი თაობა კი ის ძალაა, რომელსაც ვერ აჯობებენ და სწორედ ამიტომ აუცილებელია მათი მოთხოვნების გათვალისწინება“, - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, ჯოხი მხოლოდ ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეზე არ უნდა გადატყდეს. პოლიტოლოგი ხელისუფლებას ურჩევს, რადიკალური ცვლილებების განხორციელება იუსტიციის სამინისტროდან დაიწყოს.

„ ქუჩაში მდგომი ადამიანების უპირველესი მოთხოვნაა, საქართველოში დაცული იყოს სიცოცხლის უფლება. იმისთვის კი , რომ ადამიანების სიცოცხლის უფლება დაცული იყოს, ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს რადიკალური ცვლილებები იმ სისტემაში, რომელსაც ევალება ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვა. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას თუ უნდა გადარჩენა და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება, რადიკალური ცვლილებები სწორედ მართლმსაჯულების სისტემაში უნდა განახორციელოს“, - აღნიშნა ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგის თქმით, მისთვის შოკისმომგვრელი იყო, როდესაც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კვლავ თეა წულუკიანს დაავალა ახალი მთავარი პროკურორის შერჩევა.

„ერთი მხრივ მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ახალი მთავარი პროკურორი, ექნება თუ არა საზოგადოების ნდობა და მეორე მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, გავრცელდება თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა იგივე თეა წულუკიანზე და სხვა პირებზე, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილ სტანდარტებს. ეს იქნება ლაკმუსის ქაღალდი იმისა, მიხვდა თუ არა ხელისუფლება საკუთარ შეცდომებს და დაადგა თუ არა გადარჩენის გზას“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, იმედია, ხელისუფლება ხვდება, რომ საზოგადოების მოთხოვნა მხოლოდ ირაკლი შოთაძის გადადგომა არ იყო.

„იუსტიციის სამინისტრო პოლიტიკურად პასუხისმგებელია პროკურატურის სისტემაზე და რადიკალური საკადრო ცვლილებებით, პირველ რიგში სწორედ ამ რგოლში უნდა დაიწყოს რეფორმები“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 456
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია