დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფი მუშაობას განაახლებს
ავტორი:
2014/მაისი/09 18:00:02
ხვალ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების , სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფი მუშაობას განაახლებს.
წინა სხდომებზე, სასამართლო ხელისუფლების თავთან დაკავშირებით ორი დამოუკიდებელი ცვლილებათა პროექტი იყო წარმოდგენილი. პირველი ეკუთვნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილს, ხოლო მეორე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. იუსტიციის სამინისტრომ კი წარადგინა შენიშვნები კონსტანტინე კუბლაშვილის ცვლილებათა პროექტთან დაკავშირებით და სამუშაო ჯგუფს კონკრეტული წინადადებები შესთავაზა.
სხდომის მსვლელობისას მუხლობრივად იყო განხილული საქართველოს კონსტიტუციის 82-ე და 83-ე მუხლები. განხილვისას გადაწყდა, რომ კენჭისყრაზე გავიდეს შემდეგი ცვლილებები: კონსტიტუციის 82-ე მუხლი: "სასამართლოს აქტი სავალდებულოა ყველასათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მათთვისაც, ვინც ექვემდებარება საქართველოს იურისდიქციას. სასამართლოს აქტის შეუსრულებლობა ან შესრულებისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით". ხანგრძლივი დისკუსია დაეთმო 82-ე მუხლის მეხუთე პუნქტს, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს ეხება. საბოლოოდ, სამუშაო ჯგუფმა გადაწყვიტა აღნიშნული საკითხი ღიად დაეტოვებინა.
კონსტიტუციის 83-ე მუხლთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა შემდეგ რედაქციაზე: "სამხედრო სასამართლოს შემოღება შეიძლება მხოლოდ საომარი მდგომარეობისას და მხოლოდ საერთო სასამართლო სისტემაში. სამხედრო სასამართლოს უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით".
სამუშაო ჯგუფის მუშაობის ფორმატში გადაწყდა კონსტიტუციაში გაკეთდეს ზოგადი ჩანაწერი სპეციალიზებულ სასამართლოსთან დაკავშირებით შემდეგი სახით: "შესაძლებელია ორგანული კანონით განისაზღვროს სპეციალიზებული სასამართლოს შექმნა".
ხვალ განიხილავენ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მეხუთე თავს, რომელიც სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 968
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია