დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ქართველი, თავისი ინდივიდუალობის შეგნებით ევროპელია
ავტორი:
2014/თებერვალი/21 14:30:02
სამწუხაროდ, დღემდე ქართული ტრადიციების სახელმწიფოებრივ კონტექსტში და სახელმწიფო ინსტიტუტებში გადატანის შესაძლებლობა არ გვეძლეოდა, - ამის შესახებ მარგველაშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის წინაშე თავისი პირველი ანგარიშით წარდგომისას განაცხადა.
"დღეს ჩვენი მიზანია, ავაშენოთ ქართული სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებისათვის. ასეთ სახელმწიფოს მე ვხედავ როგორც თავისუფლების, ტოლერანტობის, შესაძლებლობათა, შემოქმედების, შრომის, თანხმობის, სოლიდარობის ტრადიციებზე დაფუძნებულ ქვეყანას. როდესაც მე ვსაუბრობ ტრადიციებზე, აქ მხოლოდ ფორმალურ ტრადიციებს არ ვგულისხმობ. არამედ ვსაუბრობ ტრადიციათა იმ სულზე, რომელიც გასდევს მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ამ ტრადიციებში მე პროგრესისკენ სწრაფვას, განახლებას, აღორძინების ნიჭს მივიჩნევ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ჩვენ ორიენტირებული ვართ მომავალზე და ამავდროულად ვსწავლობთ სხვებისგან.
"ქართველი, თავისი ინდივიდუალობის შეგნებით ევროპელია, თავისი ბუნებით დასავლური ცივილიზაციის ნაწილია, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე ჩვენ არ გვეძლეოდა შესაძლებლობა სწორედ ამ ინდივიდუალობაზე დამყარებული ქართული სახელმწიფოს შექმნისა და ქართული ტრადიციების სახელმწიფოებრივ კონტექსტში და სახელმწიფო ინსტიტუტებში გადატანისა. მე ღრმად მწამს, რომ ეს არის ჩვენი დღევანდელი გამოწვევა",- აღნიშნა მარგველაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1064
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია