დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ გიორგი მარგველაშვილი მასთან დებატებს არ შეუშინდება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/08 18:30:03
ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ გიორგი მარგველაშვილი მასთან დებატებს არ შეუშინდება, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა მცხეთის მოსახლეობასთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბურჯანაძემ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ საპრეზიდენტო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მისთვის მოსახლეობასთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა.
"მინდა, ხალხმა იცოდეს დღეს ჩვენი სამოქმედო პროგრამის თაობაზე, რომელიც ყველა ექსპერტმა ძალიან პოზიტიურად შეაფასა. ვპირდები ამ ადამიანებს, რომ პრეზიდენტად ჩემი არჩევის შემთხვევაში, დაიწყება მათი პრობლემების მოგვარება, ქვეყანა ნორმალურად ცხოვრებას დაიწყებს და ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ძვრები იქნება. ამავდროულად, მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ყველგან, სადაც გავმართეთ შეხვედრები, მოსახლეობა ითხოვს დებატებს, ყველგან აინტერესებთ სხვადასხვა კანდიდატთა ხედვების ჭიდილი. იმედი მაქვს, "ქართული ოცნების" კანდიდატი არ დაიწყებს გაუგებარი ფორმულირებებით საუბარს, რადგან ვერ გავიგე, ეთანხმება თუ არა გიორგი მარგველაშვილი ჩემს გამოწვევას დებატებში მონაწილეობის შესახებ. საუბარია პირისპირ დებატებზე ბატონ მარგველაშვილთან და იმედი მაქვს, მას ამის არ შეეშინდება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1253
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია