დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია – ემოციებზე და არასერიოზულ განწყობებზე დამყარებული ოფიციალური განცხადებების დრო არ არის
ავტორი:
2013/ნოემბერი/27 22:30:04
ემოციებზე და არასერიოზულ განწყობებზე დამყარებული ოფიციალური განცხადებების დრო არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
დეპუტატი პარლამენტის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უმცირესობის განცხადების პროექტს მხარი არ დაუჭირეს.
მისი თქმით, უმრავლესობამ არ გაიზიარა ის რიტორიკა, რომელიც არც სახელმწიფოებრივია და არც ქვეყნისთვის არის რამე პოზიტიურობის მომტანი.
"ვფიქრობ ახლა ემოციებზე, არასერიოზულ განწყობებზე დაყრდნობილი ოფიციალური განცხადებების დრო არ არის. ჩვენ რეალურად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ქვეყანამ გადადგას ნაბიჯები, რათა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ. ამიტომ კეთილგონიერებისა და საჭიროებიდან გამომდინარე ჩვენ ვილნიუსის სამიტს შევეხმიანეთ", - აღნიშნა ბესელიამ.
საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" განცხადების პროექტს მხარი არ დაუჭირა.
საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად დღევანდელ სესიაზე საკუთარი განცხადების პროექტი ოპოზიციამაც წარადგინა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებოდა.
"ნაციონალების" განცხადების პროექტს მხოლოდ 18 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 31-მა კი პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1155
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია