დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კეტრინ ეშტონი - ევროკავშირი მზად არის უკრაინას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმაროს
ავტორი:
2014/თებერვალი/10 17:30:02
ევროკავშირი სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად, მზად არის დაეხმაროს უკრაინას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში , დიალოგისა და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონმა განაცხადა.
"ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დიალოგის პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია შევეცადოთ დასრულდეს უკრაინაში შექმნილი სიტუაცია და კვლავაც მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას რეფორმებში, რომლებიც ჩვენი ეკონომიკური მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს", - აღნიშნა კეტრინ ეშტონმა.
ამასთან, გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-ის ფინანსურ დახმარებას რეფორმების გატარების გარეშე ვერ მიიღებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1131
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია