დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - რუსეთის ბაზარზე ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის აღდგენა მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგია
ავტორი:
2014/მაისი/25 17:30:02
რუსეთის ბაზარზე ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის აღდგენა მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ბაზარზე კვლავ აღდგება ქართული პომიდვრის, კიტრის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, კარტოფილისა და ხილის მიწოდება. ეს ჩვენი მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგია. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ხალხს ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი გზა იმისა, რომ მოახდინოს პროდუქტის რეალიზება და მიიღოს მეტი შემოსავალი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, სულ მალე საქართველო ხელს მოაწერს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, რაც საქართველოს ბევრ სიკეთეს მოგვიტანს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1133
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია