დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კოვზანაძე - ეროვნული ბანკის ანგარიშს მხარი დავუჭირეთ, თუმცა, გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები გვაქვს
ავტორი:
2018/მაისი/28 22:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/kovzanadze_74ea7.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495630-irakli-kovzanadze-erovnuli-bankis-angarishs-mkhari-davutcireth-thumca-garkveuli-shenishvnebi-da-rekomendaciebi-gvaqvs.html", "headline": "ირაკლი კოვზანაძე - ეროვნული ბანკის ანგარიშს მხარი დავუჭირეთ, თუმცა, გარკვეული შენიშვნები და რეკომენდ...", "datePublished": "2018-05-28 17:58:36", "dateModified": "2018-05-28 17:58:36", "description": "პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/kovzanadze_74ea7.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიში განიხილა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კანონმდებლებს ანგარიში სხდომაზე პირადად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარუდგინა. სამასგვერდიან დოკუმენტში განხილულია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლითაც აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ანგარიშში აისახა ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე იმ პროცესებზე, რომლებიც 2017 წლის განმავლობაში ზეგავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის ამოცანების შესრულებაზე.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან მას კითხვები ჰქონდა გასულ წელს დაფიქსირებულ ინფლაციის მაღალ მაჩვენებლებთან, საბანკო ზედამხედველობასთან, რეფინანსირებისა და ერთდღიან სესხებთან, სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებსა და ფიზიკური პირების დაკრედიტების საკითხებთან დაკავშირებით. სხდომაზე კითხვები და რეკომენდაციები ჰქონდათ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლებსაც.

„გარკვეულ კითხვებზე პასუხი მივიღეთ, ჩვენი შენიშვნები და რეკომენდაციებიც დავაფიქსირეთ, თუმცა, საერთო ჯამში, დოკუმენტს მხარი დავუჭირეთ. მინდა აღვნიშნო, რომ სავალუტო რყევებისა და ინფლაციის დაგეგმილთან შედარებით მაღალი დონის გათვალისწინებით, 2017 წელი ეროვნული ბანკისთვის საკმაოდ რთული წელი იყო. მარეგულირებელმა ინფლაციური წნეხის შესამცირებლად მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, რომლის შედეგიც რეალურად წელს მივიღეთ: აპრილში, ინფლაციის წლიური დონე 2,5%-მდე შემცირდა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიშს მხარი დაუჭირა და მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 495
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია