დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კონსტანტინე ქავთარაძე - შვედეთი საქართველოს აქტიური ლობისტია და მის პოლიტიკას "ტვიტერზე" გაკეთებული განცხადებით ვერ შევაფასებთ
ავტორი:
2014/აგვისტო/07 09:00:02
შვედეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და ლობისტი ქვეყანაა, - ამაზე ამახვილებს ყურდღებას შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრიეს, კარლ ბილდტის მიერ "ტვიტერზე" გამოქვეყნებული განცხადების კომენტირებისას.
"შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ შვედეთი საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ეს არის ქვეყანა, რომელიც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ერთ-ერთი მხარდამჭერია, რომელიც აქტიურად ლობირებს საქართველოს ევროკავშირში და რომელიც, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორია. აქედან გამომდინარე, ჩვენ შვედეთის პოლიტიკას სწორედ ამ გადასახედიდან ვაფასებთ და არა "ტვიტერზე" გაკეთებული განცხადებით", - განუცხადა ჟურნალისტებს კონსტანტინე ქავთარაძემ.
მისივე თქმით, შვედეთის მთავრობა აბსოლუტურად საქმის კურსშია საქართველოში მიმდინარე რეფორმების და ყველა მნიშვნელოვანი პროცესის შესახებ.
დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ შვედეთში თვენახევარში საპარლამენტო არჩევნები ტარდება და "არჩევნების შედეგებს უნდა დაველოდოთ".
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიკრობლოგ "ტვიტერზე" გამოეხმაურება. "საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემის შურისძიების მიზნით გამოყენებით ევროპულ გზას სცდება. ეს ქვეყანას აზიანებს", - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "ტვიტერზე".
შვედი კოლეგის განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ სასამართლოზე "გარკვეულ ზეწოლად" შეაფასა. "თუ ერთის მხრივ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, რომლისკენაც ყველა მოგვიწოდებს და აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ყოველთვის უნდა იყოს დაცული, მეორეს მხრივ არ შეიძლება მიმდინარე პროცესს მიანიჭო ესა თუ ის კვალიფიკაცია. ბატონი ბილდტი მიმდინარე პროცესს, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა და არავინ იცის რა იქნება საბოლოო წერტილი, კვალიფიკაციას ანიჭებს, რომ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. ეს ჩემი აზრით, არ შეიძლება, რადგან ესეც გარკვეული ზეწოლაა, თუ გნებავთ სასამართლოზე და მთელს პროცესზე", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მაია ფანჯიკიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 883
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია