დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, სახალხო დამცველად სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება
ავტორი:
2017/ნოემბერი/23 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidzeeeee.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464557-irakli-kobakhidze-chemthvis-sauketheso-varianti-iqneboda-sakhalkho-damcvelad-samoqalaqo-seqtoris-mier-shemothavazebuli-othkhi-kandidatidan-erth-erthis-dasakheleba.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, სახალხო დამცველად სამოქალაქო სექტორის მიერ შე...", "datePublished": "2017-11-23 11:10:34", "dateModified": "2017-11-23 11:10:34", "description": "პირადად ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამოქალაქო სექტორის მიე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidzeeeee.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პირადად ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება, თუმცა ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის მიზნით უმრავლესობა კონსულტაციებს ხვალ გამართავს და ამ კონსულტაციებში ჩართული იქნება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე, საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებთან. მოგეხსენებათ, უახლოეს დღეებში უნდა დასახელდეს სახალხო დამცველის კანდიდატურა და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, შემდეგ სასესიო კვირაში არჩეული იქნება ახალი ომბუდსმენი. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა კონსულტაციების გავლა არასამთავრობო სექტორთან, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან. კრიტერიუმებზე გვქონდა საუბარი, ეს არის მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, კვალიფიკაცია, გამოცდილება ადამიანის უფლებების სფეროში. მათ შემოგვთავაზეს ოთხი კანდიდატი: ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე. ჩვენ გვექნება კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში. სავარაუდოდ, ხვალისთვის გაიმართება უმრავლესობის სხდომა და იქ მიიღება, ალბათ, საბოლოოდ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კანდიდატი უნდა დასახელდეს ჩვენ მიერ სახალხო დამცველის პოზიციაზე", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას კონსულტაციები არ ჰქონია, შესაბამისად, რთულია ამ ეტაპზე თქმა, რა არჩევანს გააკეთებს მმართველი გუნდი.

„მე გამიჭირდება იმის თქმა, რა რაოდენობის დეპუტატები ვის ანიჭებენ უპირატესობას. ხვალ შედგება კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება. ეს არის, პირველ რიგში, უმრავლესობის გადასაწყვეტი. უმრავლესობაში გაიმართება ამასთან დაკავშირებით შეხვედრა. გვექნება მსჯელობა. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში. აქედან გამომდინარე, ჩემთვის პირადად საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ამ ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება, თუმცა ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტი. ჩვენ გვექნება გუნდში მსჯელობა და ამ მსჯელობაში ბუნებრივია, ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 684
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია