დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელიამ ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა
ავტორი:
2018/მაისი/28 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/beselia_c8c25.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495553-eka-beseliam-evropis-sabtcos-samoqmedo-gegmis-mmarthveli-komitetis-shekhvedris-monatsileebs-misasalmebeli-sityvith-mimartha.html", "headline": "ეკა ბესელიამ ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი...", "datePublished": "2018-05-28 10:30:08", "dateModified": "2018-05-28 10:30:08", "description": "თბილისში ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის პრესსამ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/beselia_c8c25.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისში ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს სამოქმედო გეგმის (2016-2019) ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესრულების მდგომარეობის შეფასება იყო.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მიმართა.

ბესელიას განცხადებით, საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ მხარდაჭერას, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებისგან იღებს.

„მე განსაკუთრებით გავუსვამდი ხაზს ევროპის საბჭოს როლს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. ჩვენი ქვეყანა მიისწრაფის ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. ეს გზა გამოწვევებით არის სავსე. ამიტომაც შეუფასებელია ის მხარდაჭერა და დახმარება, რასაც ამ გზაზე ვიღებთ“, -აღნიშნა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სამოქმედო გეგმა შედგენილია ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი ამოცანების გათვალისწინებით და შეიცავს მათი მიღწევისთვის საჭირო ღონისძიებებს.

„სამოქმედო გეგმა მოიცავს შემდეგ ძირითადი მიმართულებებს: ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა და ხელშეწყობა, სოციალური უფლებების უზრუნველყოფა, მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება, სამართლის უზენაესობის სფეროში საფრთხეებთან ბრძოლა: კორუფცია, ფულის გათეთრება, კიბერდანაშაული. ადამიანის უფლებების სფეროში ცალკეა გამოყოფილი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. მე ხაზს გავუსვამდი ამ სფეროს მნიშვნელობას. ასევე, გამოვყოფდი დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებას“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია