დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან კალანდაძე - ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი უკავშირდება სტერეოტიპულ ხედვას, რომ არჩევნების შემდეგ ლარი უნდა გაუფასურდეს
ავტორი:
2017/ნოემბერი/01 14:00:02
../photo/2015_02/0-1TEB-2015/kalandadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460844-levan-kalandadze-laris-gaufasurebis-erth-erthi-mizezi-ukavshirdeba-stereotipul-khedvas-rom-archevnebis-shemdeg-lari-unda-gaufasurdes.html", "headline": "ლევან კალანდაძე - ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი უკავშირდება სტერეოტიპულ ხედვას, რომ არჩევნების ...", "datePublished": "2017-11-01 10:10:35", "dateModified": "2017-11-01 10:10:35", "description": "მოკლე პერიოდში რამდენად გამყარდება ლარი, საუბარი რთულია, თუმცა მგონია, რომ მალე დასტაბილურდება, - ამ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1TEB-2015/kalandadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მოკლე პერიოდში რამდენად გამყარდება ლარი, საუბარი რთულია, თუმცა მგონია, რომ მალე დასტაბილურდება, - ამის შესახებ ეკონომიკურმა ექსპერტმა ლევან კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ექსპერტის თქმით, ბოლო დროის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა, მათ შორის იმან, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პირობების ფონზე, ნებისმიერი მცირედი ცვლილება ნეგატიურად აისახება ლარისა და დოლარის მოთხოვნა-მიწოდებაზე.

"ეკონომიკური პრობლემების გარდა არსებობს რაღაც, რამაც ბოლო პერიოდში, ხელი შეუწყო ლარის გაუფასურებას. გამოვყოფ სამ ძირითად საკითხს, რომელმაც ერთობლივად მოახდინა გავლენა ლარზე. პირველი უკავშირდება სტერეოტიპულ ხედვას, რომ არჩევნების შემდეგ ლარი უნდა გაუფასურდეს და ეს "ტრადიციად" ჩამოყალიბდა საქართველოში. ბუნებრივია, ეს სტერეოტიპული ხედვა იწვევს გარკვეული ქცევის და მოლოდინების კორექტირებას ბიზნესში და საზოგადოებაში. ეს დაკორექტირებული მოლოდინები ნაწილობრივ მოქმედებს დოლარზე მოთხოვნის გაზრდის კუთხით. მეორე საკითხი სეზონურობის ფაქტორს უკავშირდება. ერთია, რომ ტურისტული სეზონი მინელდა მეორეა ის, რომ ჩვენ იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ. დაიწყო ნოემბერი, შესაბამისად ის იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც წინასაახალწლო პერიოდში აქტივობებს გეგმავენ, წინასწარ თადარიგს იჭერენ, რათა სასაქონლო მარაგები შეივსონ. ასე რომ, დოლარის მასაზე ხდება გაცილებით მეტი მოთხოვნა იმპორტიორი კომპანიებისთვის, რათა მარაგები გაზარდონ. მესამე საკითხი ეხება იმას, რაზეც ზოგადად ვსაუბრობთ, რომ საქართველოს არ აქვს ეკონომიკა. ნებისმიერი მცირედი ცვლილებაც კი, სამწუხაროდ, ნეგატიუად აისახება ლარისა და დოლარის მოთხოვნა-მიწოდებაზე. შესაბამისად, დოლარზე მცირედით გაზრდილი მოთხოვნა ლარისთვის გარკვეულ სირთულეებს იწვევს", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 631
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია