დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრეზიდენტი პარლამენტს სთხოვს, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე კანონში უფრო გამარტივებული პროცედურები ასახოს
ავტორი:
2018/მაისი/27 11:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/margvelashviliforumi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495406-prezidenti-parlaments-sthkhovs-ormagi-moqalaqeobis-minitcebis-thaobaze-kanonshi-ufro-gamartivebuli-procedurebi-asakhos.html", "headline": "პრეზიდენტი პარლამენტს სთხოვს, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე კანონში უფრო გამარტივებული პროცე...", "datePublished": "2018-05-27 07:39:37", "dateModified": "2018-05-27 07:39:37", "description": "პრეზიდენტი პარლამენტს სთხოვს, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე კანონში უფრო ლიბერალური და გამარ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/margvelashviliforumi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრეზიდენტი პარლამენტს სთხოვს, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე კანონში უფრო ლიბერალური და გამარტივებული პროცედურები ასახოს.
მოქალაქეობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს გიორგი მარგველაშვილი სასტუმრო „ბილტმორში“ გამოეხმაურა, სადაც ქართული დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი მიმდინარეობს.
„ორმაგი მოქალაქეობის თაობაზე პარლამენტში მუშავდება კანონი. მივესალმები, რომ კანონი რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს პარლამენტმა. მინდა განვმარტო, დადგენილია ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურა, პროცედურული პროცესები არის გასავლელი და ეს პროცესს ანელებს. თუ იქნება ბევრად უფრო ლიბერალური მიდგომა საკითხისადმი, ორმაგი მოქალაქეობის მიღების საკითხზე არ იქნება რთული პროცედურები გასატარებელი, რაც ახლა არის განსაზღვრული. ეს ჩემთვის სასიხარულო იქნება და მივესალმები კანონის რაც შეიძლება სწრაფად მიღებას“, – განაცხადა მარგველაშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 532
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია