დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით დონდუა - ვცდილობთ, ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადების შინაარსი იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც ქართულ მხარეს აწყობს
ავტორი:
2018/მარტი/28 13:30:02
../photo/2015_02/0-0OQT-2015/dondua2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485475-davith-dondua-vcdilobth-dzalis-argamoyenebis-shesakheb-erthoblivi-ganckhadebis-shinaarsi-iyos-zustad-isethi-rogoric-qarthul-mkhares-atsyobs.html", "headline": "დავით დონდუა - ვცდილობთ, ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადების შინაარსი იყოს ზუსტად ისეთ...", "datePublished": "2018-03-28 07:00:09", "dateModified": "2018-03-28 07:00:09", "description": "ვცდილობთ, ერთობლივი განცხადების შინაარსი იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც ქართულ მხარეს აწყობს, - ამის შეს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0OQT-2015/dondua2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვცდილობთ, ერთობლივი განცხადების შინაარსი იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც ქართულ მხარეს აწყობს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, დღესაც, ისევე როგორც გუშინ, დღის წესრიგის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე იქნება.

“გუშინ გვქონდა ორმხრივი კონსულტაციები ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეებთან, ორივე, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული სამუშაო ჯგუფების თანამოდერატორებთან. ასევე გვქონდა ორმხრივი შეხვედრა ამერიკის დელეგაციასთან და მათთან გავიარეთ ყველა ის საკითხი, რომლის წამოწევასაც ვაპირებთ დღეს უკვე სამუშაო ჯგუფების ფორმალურ შეხვედრებზე. მთავარი თემა ორივე სამუშაო ჯგუფში იქნება არჩილ ტატუნაშვილის საქმე, რომელიც ამ ეტაპზე საჭიროებს სათანადო გამოძიებას. არავინ არ უნდა შეუშალოს ხელი ამ გამოძიებას იმისათვის, რომ დადგინდეს სიმართლე, უნდა გამოვლინდეს დამნაშავეები და ისინი უნდა წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. მაგრამ რაც არ უნდა დაადგინოს გამოძიებამ, ერთი რამ უკვე ცხადია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე რაც მოხდა, ეკისრება იმას, ვინც არის ეფექტური კონტროლის განმახორციელებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს არის რუსეთის ფედერაცია. ყველაზე აღმაშფოთებელია, რომ ეს არ არის პირველი, გამონაკლისი შემთხვევა, ამას უკვე ხშირი სახე მიეცა. 2014 წელს იყო ბაშარულის საქმე ცხინვალის რეგიონში, შემდეგ ოთხოზორიას და ახლა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა. ამ ყველაფერს სათანადო პასუხი არ გაეცა, დამნაშავეები არ წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. არის საფრთხე, რომ მომავალში მაინც ვერ ავიცილებთ თავიდან ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებს. ამდენად ეს იქნება მთავარი თემა ორივე სამუშაო ჯგუფში“, - განაცხადა დონდუამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, თემატიკის მიხედვით დღეს ყველა ის საკითხი იქნება გავლილი, რომელიც ეხება უსაფრთხოების გამოწვევებს და იმ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

“საუბარი იქნება ძალის არგამოყენების ერთობლივ განცხადებაზე. გუშინ გვქონდა ამაზე თანათავმჯდომარეებთან და ამერიკის დელეგაციასთან საუბარი. მათ მშვენივრად იციან, მაგრამ კიდევ ერთხელ გავაცანით, შევახსენეთ, თუ რა არის ჩვენი პრიორიტეტები ამ ერთობლივ განცხადებაში, რის მიღებასაც ვცდილობთ. ვნახოთ დღეს როგორ წარიმართება მოლაპარაკებები. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის მხარე, ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი, გაწერილია ჟენევის მოლაპარაკებების ფუძემდებლურ დოკუმენტში და აქ მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მხარეები არიან საქართველო და რუსეთი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები და ამ ყველაფერს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები. რუსეთი თავიდანვე ცდილობს ისე წარმართოს და წარმოაჩინოს თავი, თითქოს მას ამ კონფლიქტში არაფერი ესაქმება. ის არის ჩვეულებრივი მომრიგებელი და ეს კონფლიქტი არის ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსეთს შორის, ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა. ყველა კონფლიქტში, ყველა პრობლემაში რუსეთი ცდილობს თავი ასე წარმოადგინოს, მაგრამ ერთი არის თვითონ შიგნით რას ლაპარაკობს, რა პროპაგანდას ეწევა და მეორე არის თავად ფაქტი, ის, რაც წერია საერთაშორისო დოკუმენტებში. ფაქტი ის არის, რაც აღიარებულია საერთაშორისო სამართლით და იმ თანათავმჯდომარე ორგანიზაციებით, რომლებიც უძღვებიან ამ მოლაპარაკებებს. აქ საკამათო ამ მხრივ არაფერი არ არის. რაც შეეხება ერთობლივ განცხადებას, ჩვენ ვცდილობთ, რომ ერთობლივი განცხადების შინაარსი იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც აწყობს ქართულ მხარეს, სადაც იქნება გათვალისწინებული ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 722
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია