დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი აბაშიშვილი - საპარლამენტო უმრავლესობამ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის ხელშეწყობა ტრადიციად აქცია
ავტორი:
2018/თებერვალი/21 19:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/abashishvili_2f534.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479525-giorgi-abashishvili-saparlamento-umravlesobam-sakhelmtsifo-institutebis-chamoshlis-khelshetsyoba-tradiciad-aqcia.html", "headline": "გიორგი აბაშიშვილი - საპარლამენტო უმრავლესობამ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის ხელშეწყობა ტრადიციად ...", "datePublished": "2018-02-21 15:42:24", "dateModified": "2018-02-21 15:42:24", "description": "საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, რომელიც დღეს პარლამენტში ,,საზოგ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/abashishvili_2f534.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, რომელიც დღეს პარლამენტში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ''კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვას ესწრებოდა, პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მთავარი მიზანი იყო არა შინაარსობრივი მსჯელობა, არამედ მარგველაშვილის ვეტოს დაძლევა.

,,გამოჩნდა როგორ ხელოვნურად გაადაფიქრებინეს უმრავლესობის წევრებს განსხვავებული აზრი, მხოლოდ იმიტომ, რომ მარგველაშვილის მიერ წარმოდგენილი ვეტო დაძლეულიყო. გამოჩნდა ეს პიროვნული ფაქტორი, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გარკვეული ტრადიცია. იღებენ კანონს, თან ამბობენ, რომ ცუდი კანონია და ამბობენ, რომ ახლა მივიღებთ და მერე კიდევ შევცვლით", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ ტრადიციად აქცია სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის ხელშეწყობა - დაიწყო ეს საქართველოს ეროვნული ბანკიდან, გააგრძელა კონსტიტუციით, შემდეგ გააქრო უშიშროების საბჭო, განახორციელა სრული, არაპროპორციული შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე, მოახდინა თვითმმართველობის გაუფასურება და ახლაც, უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე, მეოთხე ხელისუფლებაზე მიდის შეტევა.

,,ამ კანონის მიღებით იქმნება კორუფციული რისკები და არათანაბარ მდგომარეობაში დგებიან სხვადასხვა მედიასაშუალებები. სამწუხაროა, რომ არავის აზრი არ ესმის ხელისფლებას, არავის აზრი არ ესმის საპარლამენტო უმრავლესობას და როგორც ,,ნაციონალურ მოძრაობა'' ამბობდა - ჩვენ ვართ უმრავლესობაში და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთო, ძალიან წარმატებით აკეთებს ამას ეს ხელისუფლება, იგივე სიტყვებით”, - განაცხადა გიორი აბაშიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 678
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია