დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მმართველი გუნდი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში „კულტურის შესახებ“ კანონპროექტში, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია, ცვლილება შეიტანოს
ავტორი:
2018/მაისი/24 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/chugoshvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494860-mmarthveli-gundi-mzadaa-satciroebis-shemthkhvevashi-kulturis-shesakheb-kanonproeqtshi-romelmac-samoqalaqo-sazogadoebis-kritika-gamoitsvia-cvlileba-sheitanos.html", "headline": "მმართველი გუნდი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში „კულტურის შესახებ“ კანონპროექტში, რომელმაც სამოქალაქო...", "datePublished": "2018-05-24 10:37:56", "dateModified": "2018-05-24 10:37:56", "description": "მმართველი გუნდი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, „კულტურის შესახებ“ კანონპროექტში, რომელმაც სამოქალაქ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/chugoshvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მმართველი გუნდი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, „კულტურის შესახებ“ კანონპროექტში, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია, ცვლილება შეიტანოს.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ცვლილებების მიზანი იყო კანონმდებლობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზება და არა რამე დამატებითი შეზღუდვები კულტურის სფეროს მუშაკებისთვის.

„ჩვენი თვალსაზრისით ეს გარკვეული ტექნიკური ცვლილება იყო, თუმცა სხვანაირი შეფასება ჰპოვა საზოგადოების ნაწილში, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან და კრიტიკა დაიმსახურა. არანაირი განზრახვა და სურვილი რამე შეზღუდვის დაწესების ამ პროცესში არ არსებობდა, ეს იყო იყო კანონმდებლობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის ტექნიკური პროცესი. თუკი რაიმე შენიშვნები და მოსაზრებები არსებობს, მზად ვართ, რომ განვიხილოთ და გავიზიაროთ, რათა არ დავტოვოთ არანაირი საფუძველი იმაზე საუბრისა, რომ გამოხატვასთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები შემოდის კულტურის სფეროში. მზაობა იმისა, რომ მოვისმინოთ მოსაზრებები და თუკი ცვლილებები არის საჭირო, შევიტანოთ პროექტში, გვაქვს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის საკანონდებლო ინიციატივა, რომელიც “კულტურის შესახებ” საქართველოს კანონსა და “სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს. ცვლილების თანახმად, სასამართლოს შეუძლია აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 439
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია