დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გედევან ფოფხაძე - ანტიდისკრიმინაციული კანონის მიზანი არ არის ვინმესთვის რამე უფლების მინიჭება
ავტორი:
2014/აპრილი/29 18:00:02
ანტიდისკრიმინაციული კანონის მიზანი არ არის ვინმესთვის რამე უფლების მინიჭება, საუბარია იმაზე, რომ ამ კანონით დაცული იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც რაღაც ფორმით ჩაგვრას განიცდიან, -განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ.
მისი თქმით, კანონიდან რამოდენიმე სიტყვის ამოღებით მისი შინაარსი არ შეიცვლება. "ჩემთვის ძალიან ღირებულია საპატრიარქოს პოზიცია. თუმცა, მინდა ხაზი გავსუვა ერთ გარემოებას, როცა არასაპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ ამოღებული უნდა იყოს ჩამონათვლიდან რამოდენიმე სიტყვა. როგორ გგონიათ, ამის შემდეგ არ მოხდება ამ კანონით ამ ადამიანების დაცვა?! წრე, რომელსაც კანონი განიხილავს, მაინც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულწილად ჩაგვრასა და დისკრიმინაციას განიცდიან, თუმცა, ამ ჩამონათვალში ვინმეს არ უნდა უხაროდეს მოხვედრა", - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია