დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი - ყიზილაჯლოში წინასაარჩევნოდ მომხდარი ინცინდენტი აბსოლუტურად არ იყო დაკავშირებული არჩევნებთან
ავტორი:
2017/დეკემბერი/20 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/kvirikashvili8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/469722-giorgi-kvirikashvili-yizilajloshi-tsinasaarchevnod-momkhdari-incindenti-absoluturad-ar-iyo-dakavshirebuli-archevnebthan.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი - ყიზილაჯლოში წინასაარჩევნოდ მომხდარი ინცინდენტი აბსოლუტურად არ იყო დაკავშირებულ...", "datePublished": "2017-12-20 15:08:45", "dateModified": "2017-12-20 15:08:45", "description": "მარნეულში, ყიზილაჯლოში წინასაარჩევნოდ მომხდარი ინცინდენტი აბსოლუტურად არ იყო დაკავშირებული არჩევნებთ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/kvirikashvili8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მარნეულში, ყიზილაჯლოში წინასაარჩევნოდ მომხდარი ინცინდენტი აბსოლუტურად არ იყო დაკავშირებული არჩევნებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე, დეპუტატ აზერ სულეიმანოვის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სულეიმანოვმა პრემიერს განმარტება სთხოვა, მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი სერიოზულად დაზარალდა.

სულეიმანოვი დაინტერესდა, რატომ არ არის საქმე გახსნილი. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო „ქართულ ოცნებაში“ შიდაპარტიული დაპირისპირება.
„მარნეულში ეს პირველი ინცინდენტი არ არის, მოვიდა 90-იანი წლები, ყოველდღე არის ყაჩაღობა ქურდობა, ძალადობა და არავინ პასუხა არ აგებს“, - აღნიშნა დეპუტატმა.

„ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ პროკურატურის გამოძიების ქვეშ არის ეს საკითხი. ეს ინცინდენტი აბსოლუტურად არ იყო დაკავშირებული არჩევნებთან. ეს იყო კერძო ინცინდენტი. დასრულდება გამოძიება და უფრო მეტს გავიგებთ ამ საკითხე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ქართული ოცნების“ მარნეულის ოფისთან თავდასხმა მოხდა, რა დროსაც “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და რამდენიმე პირი დაიჭრა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 577
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია