დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კონსტანტინე სურგულაძე ხვალ მედიას შეხვდება
ავტორი:
2013/ნოემბერი/07 23:00:02
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე ხვალ პროექტის "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს აპარატიდან აცნობეს, სურგულაძე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, დიასპორული ორგანიზაციების, ქართული საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მხარდაჭერის მიზნით გამოყოფილი 400.000 ლარის მიზნობრივი ხარჯვის დეტალებზე ისაუბრებს.
მინისტრი ჟურნალისტებს მიაწვდის ინფორმაციას მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განათლების სამინისტროსთან ერთად დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რაც ითვალისწინებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში მოქმედი ქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის, აგრეთვე მათემატიკის სახელმძღვანელოების გადაცემას.
კონსტანტინე სურგულაძე შეაჯამებს ბოლო ორი თვის განმავლობაში საფრანგეთში, უკრაინაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული სამუშაო ვიზიტების შედეგებს, რომელთა ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები როგორც უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემემაულეებთან, ასევე ქართველ ბიზნესმენებთან და ადგილსამყოფელი სახელმწიფო უწყებების მაღალი თანამდებობის პირებთან.
მინისტრი ჟურნალისტებს მიაწვდის ინფორმაციას მიმდინარე წლის 13 ნოემბერს სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში" მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად დაგეგმილი კონფერენციის ,,მიგრაცია და განვითარება" შესახებ, რომელიც ეძღვნება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის 20 წლისთავს. კონფერენციაზე განიხილება შემდეგი თემები: 1.სახელმწიფო და დიასპორა - დიასპორასთან ურთიერთობის სტრატეგიათა ანალიზი საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ეფექტიანი და გრძელვადიანი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, 2.დიასპორა განვითარებისთვის - ეკონომიკური რაკურსი, 3.დიასპორა განვითარებისთვის - ადამიანური კაპიტალის გამოყენება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1213
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია