დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფო კილაძე - კახა კალაძის ინიციატივები ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოთი სარგებლობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზებას
ავტორი:
2018/მაისი/24 11:00:01
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/kiladze2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494808-sofo-kiladze-kakha-kaladzis-iniciativebi-khels-utsyobs-jansaghi-garemothi-sargeblobis-konstituciith-garantirebuli-uflebis-realizebas.html", "headline": "სოფო კილაძე - კახა კალაძის ინიციატივები ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოთი სარგებლობის კონსტიტუციით გარანტ...", "datePublished": "2018-05-24 07:07:30", "dateModified": "2018-05-24 07:07:30", "description": "კახა კალაძის ინიციატივები ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოთი სარგებლობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლები...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/kiladze2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კახა კალაძის ინიციატივები ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოთი სარგებლობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზებას, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

„მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერის ორ ინიციატივას, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქში ჯანსაღი გარემოთი სარგებლობის უფლების რეალიზებისთვის: დამატებული ღირებულების გადასახადისგან ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების გათავისუფლების შესახებ, ასევე, თბილისის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოვლის სტანდარტული აგროტექნიკური ღონისძიებების გეგმა. ერთი მხრივ, ქალაქში შემცირდება მავნე გამონაბოლქვი და მეორე მხრივ, მწვანე საფარის მოვლა თვისობრივად მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებს, რაც მწვანე საფარს უფრო მეტად გაზრდის ქალაქში“, - განაცხადა კილაძემ.

მისი თქმით, ორივე ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქში ჯანსაღი გარემოს შექმნას, რაც უკვე წლებია სერიოზული პრობლემაა და დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.

დეპუტატის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია