დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერი - ხშირ შემთხვევაში დაპირებებზე მეტიც გაკეთდა, მაგრამ ამავე დროს, ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის
ავტორი:
2018/მარტი/31 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kvirikashvili_7d789.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486090-premieri-khshir-shemthkhvevashi-dapirebebze-metic-gakethda-magram-amave-dros-vicith-rom-es-sakmarisi-ar-aris.html", "headline": "პრემიერი - ხშირ შემთხვევაში დაპირებებზე მეტიც გაკეთდა, მაგრამ ამავე დროს, ვიცით, რომ ეს საკმარისი არ...", "datePublished": "2018-03-31 11:42:06", "dateModified": "2018-03-31 11:42:06", "description": "ყაზბეგი აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის კურორტი, არამედ იქნება ერთიანი დიდი ტურისტული ზონა, რომელიც გააე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kvirikashvili_7d789.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ყაზბეგი აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის კურორტი, არამედ იქნება ერთიანი დიდი ტურისტული ზონა, რომელიც გააერთიანებს სტეფანწმინდასა და გუდაურს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის მცხეთის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, მიმდინარეობს კობისა და გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მოწყობა, რომელიც ყაზბეგსა და სტეფანწმინდას გუდაურთან დააკავშირებს და ამ მიმართულებას ერთიან, დიდ ტურისტულ კომპლექსად გადააქცევს.

„ყაზბეგი აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის კურორტი, ეს იქნება ერთიანი დიდი ტურისტული ზონა, რომელიც გააერთიანებს სტეფანწმინდასა და გუდაურს. დაბა გუდაურში დაფუძნდა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა. როგორც ხედავთ, ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს, ხშირ შემთხვევაში დაპირებებზე მეტიც გაკეთდა, მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა და განხორციელებული რეფორმები თითოეული ოჯახის მდგომარეობაზე აისახოს. ამისთვის აუცილებელია, ჩვენ მოვახდინოთ ჩვენი პარტიული ორგანზაციის მაქსიმალური კონსოლიდაცია. სწორედ ამისთვივს ტარდება ეს კონფერენცია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთაში, პარტიულ აქტივთან შეხვედრაზე ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ის პროექტები გააცნო, რომლებიც ამ მიმართულებით განხორციელდა.

“ჩვენი ძალისხმევით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა. მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდან იყო შესული, ხოლო სახელმწიფოს მიერ გადადგმული არათანმიმდევრული მოქმედებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების უგულვებელყოფის გამო, 2009 წლიდან ეს ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში იქნა გადატანილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის “დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმს“, რომელიც დასრულდება 2019 წელს. სოფელ ჩარგალში „ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს“, რომლის საგამოფენო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ტერიტორიის კეთილმოწყობა 2018 წელს დასრულდება. ასევე თიანეთის მუნიციპალიტეტში მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმს“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის ქვის საკონსერვაციო სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 600 000 ლარს შეადგენს, გაგრძელდება.

პრემიერმა ტურიზმის მიმართულებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მცხეთა-მთიანეთის რეგიონს დაემატა 6 ახალი განთავსების ობიექტი, 214 ოთახითა და 441 საწოლი ადგილით. მისი ინფორმაციით, მოხდა შშმ პირებისათვის სვეტიცხოვლის, სამთავროს დედათა მონასტრის, ანტიოქიის ტაძრის, შიო-მღვიმის მონასტრის ადაპტირება.

„სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზაფხულის სეზონის ტურისტული პროდუქტის შექმნის მიზნით მოეწყო სამთო ველობილიკები. ეს მიზნად ისახავს ზაფხულის სეზონზე ტურისტების ნაკადის მიზიდვას. განხორციელდა ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია წიწამურში და მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო. საგურამოში განხორციელდა ილია ჭავჭავაძის სტელის რეაბილიტაცია, საგურამოში კეთილმოეწყო ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღი და ამფითეატრი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 567
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია