დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ ყოფნისთვის ხელშეწყობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ გავრცელდება, თუმცა დასჯადი იქნება საზღვარგარეთ უკანონოდ გადაყვანა
ავტორი:
2018/მაისი/11 14:00:01
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/talakvadze10.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/492521-sazghvargareth-saqarthvelos-moqalaqis-ukanonod-yofnisthvis-khelshetsyobaze-siskhlis-samarthlis-pasukhismgebloba-aghar-gavrceldeba-thumca-dasjadi-iqneba-sazghvargareth-ukanonod-gadayvana.html", "headline": " საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ ყოფნისთვის ხელშეწყობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლო...", "datePublished": "2018-05-11 09:55:42", "dateModified": "2018-05-11 09:55:42", "description": "საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობასა და პირობების შექმნაზე სისხლის სამართ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/talakvadze10.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობასა და პირობების შექმნაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ გავრცელდება, თუმცა გავრცელდება საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანაზე.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი, ამ მიმართულებით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების პროექტი გადამუშავდება.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პროექტის წარდგენისას განაცხადა, “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ემიგრაციაში მყოფ პირებს არ შეეხებათ და ჩანაწერი, რომელიც სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციებს იწვევს, პროექტიდან ამოღებული იქნება. ამასთან, გადაიხედება პროექტით განსაზღვრული სანქციები, რომელიც შესაძლოა შემცირდეს.

“ჩვენ ძალიან ხაზგასმით ვთქვით, რომ კანონში დადგემილი ცვლილებების მიზანი არის ის, რომ საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ჩვენი პოლიციელები იგივე უფლებით აღიჭურვონ, რომელიც ევროკავშირის ზონაში მესაზღვრე პოლიციელებს აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი საქართველოს მოქალაქეს არა აქვს ვალიდური დოკუმენტი, რომელიც წასვლის მომენტიდან სამი თვე მაინც იქნება ქმედითი, ასევე თუ წამსვლელი მოქალაქე ვერ ასაბუთებს, თუ რად მიდის და უკან როდის ბრუნდება, ამ შემთხვევაში, პოლიციელები შეჩერების იმ უფლებით იქნებიან აღჭურვილი, რაც ევროკავშირის ქვეყნების მესაზღვრე პოლიციელებს აქვთ. კანონპროექტით განსაზღვრული კრიტერიუმები სუბიექტივიზმს გამორიცხავს და დისკრეცია პირდაპი იქნება დაზუსტებული. ეს სწორედ ის კრიტერიუმებია, რომელიც უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმებაში იმთავითვე იყო ჩადებული“, - აღნიშნა თალაკვაძემ.














წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 472
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია