დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი კოვზანაძე ავსტრიის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის წევრებს შეხვდება
ავტორი:
2018/მაისი/22 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kovzanadze_b1854.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494405-irakli-kovzanadze-avstriis-parlamentis-safinanso-komitetis-tsevrebs-shekhvdeba.html", "headline": "ირაკლი კოვზანაძე ავსტრიის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის წევრებს შეხვდება", "datePublished": "2018-05-22 08:35:07", "dateModified": "2018-05-22 08:35:07", "description": "პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ვენაში ავსტრიის პარლამენტის ს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kovzanadze_b1854.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ვენაში ავსტრიის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს, კარლ ჰაინცკოფვსა და კომიტეტის სხვა წევრებს შეხვდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეები ერთმანეთს საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებით, მშობლიური ქვეყნის გამოცდილებას გაუზიარებენ.

„შეხვედრის მიზანია ავსტრიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავება მთელი რიგი, მათ შორის, პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვის მიმართულებით. ეს საკითხი ჩვენთვის ამ ეტაპზე საკმაოდ აქტუალურია. მოგეხსენებათ, საცდელად უკვე დავნერგეთ პროგრამული ბიუჯეტის გარკვეული ელემენტები. ავსტრიის გამოცდილების გამოყენება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ ამ პროცესში ჩართული არიან და ხელს გვიწყობენ საერთაშორისო დონორებიც“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ვენაში სამი დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს ავსტრიის ფედერალური კონტროლის დეპარტამენტის დირექტორთან, კლემენს გრუნდაკერთან, ასევე ავსტრიის საბიუჯეტო ოფისისა და ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ავსტრიაში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 489
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია