დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვახტანგ ხმალაძე - უნდა შეიქმნას კონსტიტუციური მოდელი, რომელიც მავანს ხელს შეუშლის, ქვეყანა სწორი განვითარების გზას ააცილოს
ავტორი:
2014/დეკემბერი/07 19:30:01
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, "რესპუბლიკელთა" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებაში ხედავს.
რესპუბლიკელთა პარტიულ კონფერენციაზე ხმალაძემ კონსტიტუციურ რეფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას კონსტიტუციური მოდელი, რომელიც მავანს ხელს შეუშლის, ქვეყანა სწორი განვითარების გზას ააცილოს. ვახტანგ ხმალაძემ კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების სირთულეზეც გაამახვილა ყურადღება
"ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარების კონსტიტუციური უზრუნველყოფა, იმ კონსტიტუციური გარანტიების შექმნა, რაც მავანს და მავანს ხელს შეუშლის, ააცილოს ქვეყანა სწორი განვითარების გზას. ამ მიმართულებით გადასაწყვეტია რამდენიმე საკითხი. ამ ყველაფრის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება, რადგან ნებისმიერი კონსტიტუციური ცვლილება, პარლამენტში 113 მხარდამჭერს საჭიროებს. მარტო კოალიცია ამას ვერ უზრუნველყოფს. ჩვენ ყელანაირად უნდა შევეცადოთ აუცილებელი კონსტიტუციური ცვლილებები განხორციელდეს, რათა შეიქმნას საფუძველი ქვეყნის შემდგომი განვითარებისა. აუცილებელია მინიმუმი მაინც გაკეთდეს და ამისთვის არა მხოლოდ პოლიტიკური პარტნიორები და პოლიტიკური ოპოზიცია, არამედ საზოგადოება უნდა დავარწმუნოთ", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ კონფერენციის დასკვნით ნაწილში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 905
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია