დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველომ გაერო-ს ელექტრონული მმართველობის კვლევის მიხედვით, მდგომარეობა 16 ერთეულით გაიუმჯობესა
ავტორი:
2014/ივლისი/02 13:00:02
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2014 წლის ელექტრონული მმართველობის კვლევის მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა , საქართველომ ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსი 16 ერთეულით გაიუმჯობესა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, საქართველომ 193 ქვეყანას შორის 72-ე ადგილიდან 56-ე ადგილზე გადაინაცვლა.
აღნიშნული მონაცემი მიუთითებს, რომ გაერო-ს ელექტრონული მმართველობის ინდექსში, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის.
ამა თუ იმ ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარების საერთო დონის შეფასებისას საქართველო 2010 წლის მონაცემებთან შედარებით 2012 წელს 28 საფეხურით დაწინაურდა და 190 ქვეყანას შორის მე-100 საფეხურიდან 72-ე ადგილზე გადაინაცვლა, წელს კი 56-ე ადგილი დაიკავა. ამ მაჩვენებლით საქართველო უკვე არის რეგიონის ლიდერი და უსწრებს თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, უკრაინას და სხვ.
"ნიშანდობლივია, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც ელმმართველობის მაღალი ინდექსი აქვთ, სოლიდურ რესურსებს ხარჯავენ ამ მიმართულებით, საქართველოს კი ამ მხრივ გაცილებით მწირი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ნაჩვენები შედეგი შთამბეჭდავია, რაც იმ ფართომასშტაბიანი სამუშაოს შედეგია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ხოლო ამ მიმართულებით ლიდერი ორგანიზაციები არიან იუსტიციის, ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. ელექტრონული მმართველობის პრიორიტეტულობის მაჩვენებელია ისიც, რომ საქართველოში მოქმედებს ელმმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, მოადგილე კი იუსტიციის მინისტრია. აღნიშნული წარმატება კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენებს, რომ საქართველო ელმმართველობის განვითარების თვალსაზრისით სწორ გზაზე დგას და ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს", − აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის კომუნიკაციის პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პლატფორმების გამოყენების მხრივ. აღნიშნულ სეგმენტში, 2014 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო 17 საფეხურით დაწინაურდა და 66-ე პოზიციიდან 49-ე ადგილზე გადაინაცვლა.
"გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელმმართველობის ინდექსი ყველაზე სანდო და აღიარებული საშუალებაა იმის განსასაზღვრად, თუ რომელ ქვეყნებს აქვთ პროგრესი ამ მიმართულებით. აღნიშნული კვლევა 2003 წლიდან ხორციელდება. მაშინ საქართველო 179 ქვეყანას შორის 153-ე ადგილზე იმყოფებოდა. 2010 წელს საქართველოს რეიტინგი მე-100 ადგილით განისაზღვრა. ამავე წელს დაიწყო ფუნქციონირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ, რომელიც ქვეყანაში ელმმართველობის განვითარებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანოა. დღეს უკვე ინდექსში 193 სახელმწიფო მონაწილეობს და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2010 წლიდან 2014 წლამდე საქართველო 44 საფეხურით დაწინაურდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია", − განაცხადა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი გვენეტაძემ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელექტრონული მმართველობის მსოფლიო ინდექსის მიზანია, გაზომოს კონკრეტული ქვეყნის წარმატება ელექტრონული მთავრობის ინსტიტუციონალურ მოწყობაში, პოლიტიკის განსაზღვრასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში.
2014 წლის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობას არაურბანულ, დაშორებულ რეგიონებში. განსაკუთრებით აღინიშნა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: მობილური სერვისები, თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სამთავრობო და კერძო ინსტიტუტების მომსახურების ხელმისაწვდომობა და სხვა მსგავსი ინოვაციები.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კვლევას სამი ძირითადი მიმართულებით აწარმოებს: ონლაინ სერვისების სპექტრი და ხარისხი, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მდგომარეობა და ადამიანური რესურსების ჩართულობის ხარისხი.
კვლევაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ელექტრონული საიდენტიფიკაციო საშუალებების (eID) დანერგვას. აქ საქართველო მოხსენიებულია კანადასთან, ფინეთთან, იაპონიასთან, ახალ ზელანდიასა და სინგაპურთან ერთად.
საქართველო მოხვდა იმ ქვეყნების სიაშიც, სადაც მაღალია სახელმწიფო ორგანიზაციების ვებგვერდების სოციალურ ქსელებთან ინტეგრირების ხარისხი.
ელმმართველობის განვითარების ინდექსის მიხედვით პირველ სამეულში არიან სამხრეთ კორეა, ავსტრალია და სინგაპური, ხოლო ევროპის მასშტაბით ლიდერი ქვეყანა საფრანგეთია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 963
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია