დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბექა ოდიშარია - ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ განიხილება ყველა უმკაცრესი ზომა - იმდენად მკაცრი ზომები, რომელთა გაჟღერებაზეც თავს შევიკავებ
ავტორი:
2018/მაისი/15 18:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/odisharia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493280-beqa-odisharia-narkorealizatorebis-tsinaaghmdeg-ganikhileba-yvela-umkacresi-zoma-imdenad-mkacri-zomebi-romeltha-gazhgherebazec-thavs-shevikaveb.html", "headline": " ბექა ოდიშარია - ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ განიხილება ყველა უმკაცრესი ზომა - იმდენად მკაცრი ზომ...", "datePublished": "2018-05-15 14:27:14", "dateModified": "2018-05-15 14:27:14", "description": "უმრავლესობის წევრები პრაქტიკულად შეთანხმებული ვართ, რომ ნარკოპოლიტიკა მომხმარებელთა მიმართ იყოს ლმობ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/odisharia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უმრავლესობის წევრები პრაქტიკულად შეთანხმებული ვართ, რომ ნარკოპოლიტიკა მომხმარებელთა მიმართ იყოს ლმობიერი, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ნარკოდილერებისა და ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ განიხილება უმკაცრესი ზომების ამოქმედება.

“ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ყველა ღონეს და ძალას უნდა მიმართოს - იქნება ეს გადარწმუნების კომისია, სამედიცინო დაწესებულებები თუ იძულებითი ღონისძიებები, რათა ნარკოტიკების მომხმარებლები ციხეში მოხვედრას მაქსიმალურად ავარიდოთ. ციხე შეიძლება იყოს მრავალჯერადი თვითდაზიანებისა და საზოგადოებრივი ზიანის მოტანის შემდეგ. ამასთან, განიხილება ყველა უმკაცრესი ზომა ნარკოდილერებისა და ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ - იმდენად მკაცრი ზომები, რომელთა გაჟღერებაზეც ახლა თავს შევიკავებ. საუბარია უმკაცრეს ზომებზე! რაც შეეხება პირადი მოხმარებისთვის დოზირებასთან დაკავშირებულ საკითხს, ჩვენ გვინდა ვიყოთ ლმობიერი. ამის განსაზღვრა ძალიან რთულია, რადგან შეიძლება ვიღაცისთვის ერთი ნამცეცი იყოს პირადი მოხმარების დოზა, ხოლო ვიღაცისთვის - ერთი მუჭა. ამოსავალი წერტილია, რომ ჩვენი ლმობიერი დამოკიდებულებით არ მოვახდინოთ წახალისება. საერთოდ დაუშვებელი უნდა იყოს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პროპაგანდა - რაიმე შეფარული პროპაგანდაც კი. იყო ამის სამწუხარო მაგალითები, როცა გაჟღერდა, რომ თურმე ტრადიციულ პრეპარატებზე უკეთესია ნარკოტიკული საშუალება“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 521
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია