დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე - ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებების ორკესტრირებულ მუშაობას ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი ფაქტის მისაჩქმალად
ავტორი:
2017/ოქტომბერი/31 14:30:02
../photo/2015_02/0-0NOEMB-2015/baqradze-samdzimari_3d2b9.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460610-davith-baqradze-adgili-aqvs-sakhelmtsifo-utsyebebis-orkestrirebul-mushaobas-nucubidzis-quchaze-momkhdari-faqtis-misachqmalad.html", "headline": "დავით ბაქრაძე - ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებების ორკესტრირებულ მუშაობას ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი ფა...", "datePublished": "2017-10-31 10:30:01", "dateModified": "2017-10-31 10:30:01", "description": "ყველაფერი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებების ორკესტრირებულ მუშაობას ნუცუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0NOEMB-2015/baqradze-samdzimari_3d2b9.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ყველაფერი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებების ორკესტრირებულ მუშაობას ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი ფაქტის მისაჩქმალად და იმისთვის, რომ გამოძიება ობიექტურად არ ჩატარდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ნუცუბიძის ქუჩაზე მამაკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განცხადებით, გამოძიება აუცილებელია იმისთვის, რომ დადგინდეს, ეს იყო ტრაგედია თუ დანაშაული.

„ყველა ვხედავთ, რა ხდება ამ ტრაგედიის შემდეგ და ის, რაც ხდება დღეს ეს უკვე მკაფიოდ არის დანაშაული იმიტომ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები თვალნათლივ და მკაფიოდ ცდილობენ ამ ამბის მიჩქმალვას. შსს-ს პოზიცია, რომელმაც იმავე საღამოს გამოუშვა „პროპაგანდისტული ფილმი“ გარდაცვლილი ადამიანის წინააღდეგ. პროკურატურის და შსს-ს ერთმანეთთან შეუთანხმებელი განცხადებები გუშინ. ის ფაქტი, რომ თურმე სამი კამერიდან ადგილზე არც ერთი იწერდა და რატომღაც გამორჩათ სწორედ ის ფრაგმენტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.
პატრულის მხრიდან იყო ეს დანაშაული თუ ტრაგედია, უნდა ჩატარდეს გამოძიება, მაგრამ არანაირი გამოძიება არ სჭირდება იმ ფაქტის შეფასებას, რომ რაც დღეს ხდება სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ეს არის დამალვის მცდელობა და მათი მხრიდან ჩადენილი დანაშაული. დანაშაულის დაფარვა, გამოძიების არჩატარება და ჩანაწერების განადგურება ეს თავისთავად დანაშაულია.

ვითხოვთ, რომ გამოძიება იყოს გამჭვირვალე, რომ მინისტრმა კეთილი ინებოს და პასუხები გასცეს რასთან გვაქვს საქმე. ვწუხვარ, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ ჩანს საღად მოაზროვნე და ჯანსაღი პოლიტიკური აზროვნების მქონე ადამიანი, რომელსაც გაახსენდებოდა თუნდაც იმავე გირგვლიანის, რობაქიძის და ძალიან ბევრი სხვა საქმე. გაახსენოს სადამდე შეიძლება მიიყვანოს ასეთმა საქმეებმა ხელისუფლება. პროცესი მიდის ცუდი მიმართულებით და ჩვენი ქვეყნისთვის იქით, საითაც არ უნდა მიდიოდეს. გვყავს ხელისუფლება, რომელმაც წარსულიდან ვერაფერი ისწავლა და პარტიულ ინტერესებს წინ აყენებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 575
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია