დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ახვლედიანი - იღებენ კანონს, რომელიც უნდათ, რომ გამოჭრან ”მრეწველებზე” – „ჩალიჩი“ ცესკოში ”მრეწველის” წევრობის შენარჩუნებისათვის მიდის
ავტორი:
2017/ნოემბერი/10 10:30:02
../photo/2015_02/0-00-1IANV-2017/axvlediani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462167-giorgi-akhvlediani-igheben-kanons-romelic-undath-rom-gamotcran-mretsvelebze--chalichi-ceskoshi-mretsvelis-tsevrobis-shenarchunebisathvis-midis.html", "headline": "გიორგი ახვლედიანი - იღებენ კანონს, რომელიც უნდათ, რომ გამოჭრან ”მრეწველებზე” – „ჩალიჩი“ ცესკოში ”მრე...", "datePublished": "2017-11-10 06:36:23", "dateModified": "2017-11-10 06:36:23", "description": "პარტია ”დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლის, გიორგი ახვლედიანის აზრით, ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1IANV-2017/axvlediani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარტია ”დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლის, გიორგი ახვლედიანის აზრით, ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ცესკოში ”მრეწველთა” წევრის შენარჩუნებაა.

საუბარია პარლამენტში “მრეწველებისა“ და “სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენლების მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლითაც კვალიფიციური სუბიექტის სტატუსსა და შესაბამის სახელმწიფო დაფინანსებას იძენს არამხოლოდ ის პარტია, რომელიც პროპორციული არჩევნების წესით ხმების 3%-ს მიიღებს, არამედ ისიც, ვინ დეპუტატებს პარლამენტში მაჟორიტარული სისტემით გაიყვანს და ფრაქციას შექმნის.

ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ცვლილებები ”საარჩევნო კოდექსშიც” მოჰყვეს, რომლის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირების წესი კიდევ ერთხელ შეიცვლება და ”მრეწველებს” ცესკოში წევრი შეუნარჩუნდება.

”ჩალიჩი“ მიდის კომისიაში ”მრეწველის” წევრობისათვის, თან გაზრდილ საბიუჯეტო დაფინანსებასაც მისცემენ. იღებენ კანონს, რომელიც უნდათ, რომ გამოჭრან ”მრეწველებზე”. ამასთან ერთად, იმასაც გეგმავენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ”სოციალ-დემოკრატი” გია ჟორჟოლიანი წარდგენილი იქნება რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. მას ”ქართული ოცნება” კანდიდატს არ დაუყენებს და არჩევნებს მოაგებინებენ. ანალოგიურად მოაგებინებენ არჩევნებს ზვიად ძიძიგურს და რომელიმე ”მრეწველს”, რომლებიც უმრავლესობაშივე შექმნიან ფრაქციებს, მიიღებენ კვალიფიციური სუბიექტი სტატუსს და დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გიორგი ახვლედიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 654
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია