დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზაქარია ქუცნაშვილი - მეჭიაური გაურიგდა თითქმის ყველა პარტიას, რათა მათ კანდიდატები არ დაეყენებინათ, სანაცვლოდ კი ”ქართული ოცნების” დისკრედიტაციას დაჰპირდა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/24 23:00:02
../photo/2015_02/0/qucnashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459629-zaqaria-qucnashvili-metciauri-gaurigda-thithqmis-yvela-partias-ratha-math-kandidatebi-ar-daeyenebinath-sanacvlod-ki-qarthuli-ocnebis-diskreditacias-dahpirda.html", "headline": "ზაქარია ქუცნაშვილი - მეჭიაური გაურიგდა თითქმის ყველა პარტიას, რათა მათ კანდიდატები არ დაეყენებინათ, ...", "datePublished": "2017-10-24 18:55:06", "dateModified": "2017-10-24 18:55:06", "description": "დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, ყოფილ თანაგუნდელს და თიანეთის მერობის კანდიდატ თამაზ მეჭიაურს ბინძურ გა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0/qucnashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, ყოფილ თანაგუნდელს და თიანეთის მერობის კანდიდატ თამაზ მეჭიაურს ბინძურ გარიგებაში ადანაშაულებს.
როგორც ქუცნაშვილმა ”რუსთავი2”-ის ეთერში საუბრისას განაცხადა, თამაზ მეჭიაური გაურიგდა თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას, რათა მათ კანდიდატები არ დაეყენებინათ, სანაცვლოდ კი ის ”ქართული ოცნების” დისკრედიტაციას დაჰპირდა.

ქუცნაშვილის მტკიცებით, თავად ძირითადად დუშეთის რაიონს კურირებდა და თიანეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე არჩევნებში, პრაქტიკულად, არ ჩართულა. ის თამაზ მეჭიაურის ბრალდებებს, აბსურდს უწოდებს.

”თამაზ მეჭიაური მივიდა ”პატრიოტთა ალიანსთან” და უთხრა, რომ მე ივანიშვილმა იმიტომ გამომიშვა ”ქართული ოცნებიდან”, რომ საგარეჯოს არჩევნებში ირმა ინაშვილს ვქომაგობდიო. ამ არჩევნების წინ რომან გოცირიძესთან მივიდა და უთხრა, რომ არ დააყენოთ კანდიდატი და სხვათა შორის ნაციონალი დანიშნა მან შტაბის ხელმძღვანელად, პარტიული სიის პირველი ნომერი ჰყავს ადამიანი, ვინც 7 წელი იყო გამგებლის მოადგილე. შედგა გარიგება და რომან გოცირიძემ არ დაუყენა კანდიდატი. ნინო ბურჯანაძესთან მივიდა და უთხრა, რუსეთუმე ვარ მე და ერთმანეთი გავაძლიეროთო. ნათელაშვილს შეუთვალა, ზაქარია და ბიძინა ხომ გეზიზღება, მე მაგათ ჩავძირავ, ოღონდ შენ კანდიდატი არ დამიყენოო და თიანეთში მოხდა ერთადერთი შემთხვევა, რომ ოპოზიციას მხოლოდ თამაზ მეჭიაური წარმოადგენდა. დაიდო ბინძური გარიგება მათ შორის”, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 692
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია