დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თეიმურაზ მურვანიძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რეზოლუციას ეხმაურება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/18 13:00:04
პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარე, თეიმურაზ მურვანიძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება. მურვანიძის თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების პირდაპირი მოვალეობაა, რომ სათანადო დონეზე აუხსნან ევროპელ პარტნიორებს, რომ ვანო მერაბიშვილი ან სხვა ადამიანები, არ არიან პოლიტიკური პატიმრები და სამართალდამცავებს მათ მიმართ კონკრეტული კითხვები აქვთ კონკრეტულ დანაშაულებებთან დაკავშირებით.
"ვაცხადებ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არა რომელიმე მთავრობის, არამედ ქართველი ერის სურვილი და მისწრაფებაა, ჩვენ თანმიმდევრულად ვდგავთ ნაბიჯებს ამ მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ასეთი დასკვნები ხელს არ უწყობს საქართველოს ევროპასთან დაახლოებას. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების პირდაპირი მოვალეობაა, რომ სათანადო დონეზე აუხსნან ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ ვანო მერაბიშვილი ან სხვა ადამიანები, არ არიან პოლიტიკური პატიმრები და სამართალდამცავებს მათ მიმართ კონკრეტული კითხვები აქვთ კონკრეტულ დანაშაულობებთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ჩანს ამ მხრივ კიდევ დიდი პრობლემებია", - განაცხადა მურვანიძემ.
მისივე თქმით, ასევე, დღევანდელი ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, რომ ქვეყნის ინტერესები სათანადოდ დაიცვას და არ მისცეს შესაძლებლობა თუნდაც შეცდომაში შეყვანილ ევროპარლამენტარებს რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებს ასეთი წინაპირობები წაუყენოს.
"კარგად მესმის, რომ ის მძლავრი სიცრუის მანქანა, რომელიც გამართულად მუშაობდა ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ და რომლიც მთავარი მამოძრავებელი ძალა ბოკერია - გლუკსმანის დუეტი იყო დღესაც ფლობს გარკვეულ გავლენებს, მაგრამ უკვე ერთი წელია გასული რაც ახალი მთავრობა გვყავს და ვფიქრობ ამ პერიოდის განმავლობაში უნდა მოგვარებულიყო რეალური სიტუაციის გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. აუცილებლად კიდევ ერთხელ ასახსნელია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის, რომ სასამართლო მსჯელობს ვანო მერაბიშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე და ასეთი უხეში ჩარევა სასამართლოს და ქვეყნის შიდა საქმეებში სრულიად არ შეეფერება ევროპულ და დემოკრატიულ პრინციპებს. მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მთლიანად სახელისუფლებო გუნდს, რომ გამოიყენონ ყველა ბერკეტი, რათა დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ საკითხის განხილვისას ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული საკითხი საერთოდ ამოიღონ ამ ტექსტიდან", - აღნიშნა მურვანიძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1066
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია