დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა
ავტორი:
2013/ნოემბერი/12 16:00:02
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ცესკო-ს თავმჯდომარემ და კომისიის მდივანმა შემაჯამებელ ოქმს დღეს გამართულ სხდომაზე მოაწერეს ხელი. საბოლოო შედეგების მიხედვით, გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62,12% მოიპოვა, დავით ბაქრაძემ - 21,72%, ნინო ბურჯანაძემ - 10,29%.
როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა ზარაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 1 660 976 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. საარჩევნო პროცესს 60 ადგილობრივი და 65 საერთაშორისო ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტიების და საპრეზიდენტო კანდიდატების 46 309 წარმომადგენელი და 152 მედიაორგანიზაცია აკვირდებოდა.
ეკა აზარაშვილის თქმით, ცესკო-ს საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ვადა 16 ნოემბრის ჩათვლით ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არ გასაჩივრებულა არც ერთი საარჩევნო ოქმი და არც ერთი საარჩევნო დავა სასამართლოში არ მიმდინარეობს, ცესკომ გადაწვიტა საბოლოო შედეგები ოთხი დღით ადრე დაეფიქსირებინა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1255
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია