დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე - ნებისმიერი აქტი, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიიღებენ, მისასალმებელია
ავტორი:
2018/მარტი/16 14:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/mdinaradze_90b9f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483391-mamuka-mdinaradze-prezidentis-iniciativaze-nebismieri-aqti-romelsac-chveni-saerthashoriso-partniorebi-miigheben-misasalmebelia.html", "headline": "მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე - ნებისმიერი აქტი, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები...", "datePublished": "2018-03-16 10:31:39", "dateModified": "2018-03-16 10:31:39", "description": "ნებისმიერი აქტი, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიიღებენ, მისასალმებელია, - ამის შესახებ პა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/mdinaradze_90b9f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ნებისმიერი აქტი, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიიღებენ, მისასალმებელია, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც გამოვიდა ინიციატივით, რომ ამერიკამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღოს.

“პრეზიდენტს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება იმისა, რომ მსგავსი განცხადებები გააკეთოს. ნებისმიერი საერთაშორისო დონის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი მხარდამჭერების მხრიდან იქნება, ყველა მოქალაქისთვის მისაღებია. რა თქმა უნდა, არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო ნებისმიერ აქტზე, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიიღებენ, პირიქით, მივესალმებით ამას“, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, შეთანხმებული იყო თუ არა პრეზიდენტის ეს განცხადება მმართველ გუნდთან, მდინარაძემ აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი მმართველ გუნდთან საკითხებს არ ათანხმებს, თუმცა ნებისიერი შეუთანხმებელი პოზიცია, რომელიც ქვეყნის და ეროვნული ინტერესებიდან გამოდის, მისაღებია“.

საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში კონგრესში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 486
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია