დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე - დღეს მთელი მსოფლიო ზეიმობს მსოფლიო ბოროტების, ფაშიზმის დამარცხებას, მაგრამ ამ დღესასწაულში მთავარი ის ადამიანები არიან, ვინც იბრძოლეს
ავტორი:
2018/მაისი/09 10:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/baqradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/492127-davith-baqradze-dghes-mtheli-msoflio-zeimobs-msoflio-borotebis-fashizmis-damarckhebas-magram-am-dghesastsaulshi-mthavari-is-adamianebi-arian-vinc-ibrdzoles.html", "headline": "დავით ბაქრაძე - დღეს მთელი მსოფლიო ზეიმობს მსოფლიო ბოროტების, ფაშიზმის დამარცხებას, მაგრამ ამ დღესას...", "datePublished": "2018-05-09 06:45:43", "dateModified": "2018-05-09 06:45:43", "description": "დღევანდელი დღე, გარდა ზოგადი ზეიმისა არის დღე, როდესაც განსაკუთრებით უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/baqradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დღევანდელი დღე, გარდა ზოგადი ზეიმისა არის დღე, როდესაც განსაკუთრებით უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ჩვენი ასაკოვანი თაობისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს ვაკის პარკში განუცხადა, სადაც უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცა. ბაქრაძის შეფასებით, დღევანდელი დღესასწაული მთავარი შემოქმედები ომის ვეტერანები არიან, რომლებზეც ზრუნვა სახელმწიფოს ღირსების საკითხია.

"დღეს მთელი მსოფლიო ზეიმობს მსოფლიო ბოროტების, ფაშიზმის დამარცხებას, მაგრამ ამ ზეიმში და დღესასწაულში მთავარია ის ადამიანები, ვინც იბრძოლა. მთავარია ჩვენი ასაკოვანი თაობა, ჩვენი ვეტერანები და პენსიონერები. ამიტომ, დღევანდელი დღე, გარდა ზოგადი ზეიმისა, არის დღე, როდესაც განსაკუთრებით უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ჩვენი ასაკოვანი თაობისთვის, როგორ ვუადვილებთ მათ იმ ძალიან რთულ პირობებს, რომელშიც დღეს უწევთ ცხოვრება და რას აკეთებს ქართული სახელმწიფო იმ ნაბიჯების გადასადგმელად, რაც ქართული სახელმწიფოს ღირსებაა - გაუფრთხილდეს მის ასაკოვან მოსახლეობას, გააუმჯობესოს მათი ცხოვრება და შექმნას ისეთი პირობა, რომ კიდევ შეძლებისდაგვარად დიდი ხნის განმავლობაში ვიზეიმოთ დღევანდელი დღესასწაული ჩვენს ვეტერანებთან ერთად. დღევანდელი დღესასწაულის მთავარი დატვირთვა და მთავარი გმირები, სწორედ ჩვენი ვეტერანები არიან", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 516
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია