დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჩიორა თაქთაქიშვილი მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს
ავტორი:
2014/ივლისი/17 17:00:04
ჩიორა თაქთაქიშვილი უაზროს უწოდებს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ეხება.
დეპუტატის თქმით, მსგავსი ჭორი შეიძლება მიზანმიმართულად გავრცელდა, რომლის უკან გამზადებული გეგმა არსებობს.
"აქ პრობლემა არის ის ვის სჭირდება ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელება. მაგრამ საქართველოში გვინახავს არაერთი ჭორი, რომელიც შეიცავდა იგივე ნიშნებს რასაც ეს ინფორმაცია. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლება სწორედ ასეთი ჭორებით მოვიდა და არა იმ დაპირებებით, რომელსაც ისინი საზოგადოებას აძლევდნენ. საზოგადოებამ კარგად იცის ვანო მერაბიშვილის საქმიანობა. ეს არის უბრალოდ აბსურდული ინფორმაცია. კარგია თუ სასჯელაღსრულების სამინისტრომ ეს დაადასტურა. მაგრამ რეალური მიზანი ალბათ ამას რამდენიმე აქვს. ერთი ის, რომელიც შედარებით პრობლემურია, მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანი. ქვეყანას მართავს არაჯანსაღი პიროვნება და მისთვის მოსაწონად გადაწყვიტა კონკრეტულმა მედიასაშუალებამ ამ სიბინძურის გავრცელება. მეორე და უფრო შემაშფოთებელია ის, რომ ეს ადამიანი არის ქვეყნის დე ფაქტო რეალური მმართველი. მესამე არის ის, ხომ არ ვრცელდება ეს ჭორი მიზანმიმართულად და ხომ არ მზადდება გარკვეული თავდასხმა ვანო მერაბიშვილზე ციხეში, რომ შემდგომში ამის გამართლება მოხდეს იმით, რომ მერაბიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა. ამის თაობაზე სახალხო დამცველი უნდა იყოს ინფორმირებული და ყველა შესაბამისი ორგანიზაციები, იმისთვის, რომ განსაკუთრებული კონტროლი განხორციელდეს მერაბიშვილზე სასჯელაღსრულების სისტემაში", - აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.
დღეს, მედიაში ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
















წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია