დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი წერეთელი - ამ ეტაპისთვის მედიკამენტების უფრო მცირე წრე უნდა ჩართულიყო სარეცეპტურო სისტემაში
ავტორი:
2014/აგვისტო/14 19:30:02
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ნაბიჯი, პრეპარატების ფართო წრის პირველი სექტემბრიდან რეცეპტით გაცემასთან დაკავშირებით, ნაადრევია.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა გიგი წერეთელმა ე.წ. მეორე ჯგუფის მედიკამენტებზე რეცეპტის სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა, შესაძლებელი იყო, რომ ამ ეტაპისთვის მედიკამენტების უფრო მცირე წრე ჩართულიყო სარეცეპტურო სისტემაში.
"ზოგადად ის საკითხი, რომ ქვეყანაში უფრო ეფექტურად უნდა მუშაობდეს რეცეპტურის სისტემა და საეროდ ჯანდაცვის სისტემაც უნდა იყოს ეფექტური, ამაზე არავინ არ კამათობს, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი, პირველი სექტემბრიდან ასეთი ფართო წრე პრეპარატების რეცეპტით გასაცემი, ცოტა ნაადრევი იყო. ჩვენ გვქონდა რეკომენდაციები წინა პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ რომ ეს გაკეთებულიყო ეტაპობრივად და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იყო ჯერჯერობით ამ ეტაპისთვის უფრო მცირე წრე ჩართულიყო სარეცეპტურო სისტემაში", - განაცხადა წერეთელმა.
მისივე თქმით, არის პრეპარატები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ექიმის დანიშნულებით გაცემული, მაგრამ დღესდღესობით ამ ნაბიჯმა შეიძლება გარკვეული დისკომფორტი გამოიწვიოს.
"ერთი ის, რომ ადამიანებს მოუწევთ მისვლა ოჯახის ექიმთან, რომელთანაც არის საკმაოდ დიდი რიგები. ანუ ადამიანები უნდა მივიდნენ, დადგნენ რიგში ოჯახის ექიმთან, შემდეგ წამოვიდნენ უკან აფთიაქში და მიიღონ ეს თავისი პრეპარატი. ზოგჯერ ამ პრეპარატის ვთქვათ მიღება ან სწრაფად ყიდვა არავითარი დიდი ზიანის მიმყენებელი შეიძლება არ იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მით უმეტეს როცა საუბარია, ასე ვთქვათ, წნევის დამწევ ან ზოგიერთ იგივე ტკივილგამაყუჩებელ საშუალებაზე", - აღნიშნა წერეთელმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1085
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია