დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირმა ინაშვილის ინფორმაციით, მმართველი გუნდი დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ ოპოზიციის მოსაზრებებს ისმენს და საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას არ გეგმავს
ავტორი:
2017/აგვისტო/18 18:30:02
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე სპიკერის, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე უმრავლესობის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოსაზრებებს და წინადადებებს ისმენენ.

როგორც დახურული შეხვედრიდან გამოსულმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ სტრასბურგში გამგზავრებამდე რამდენიმე შეხვედრა გაიმართოს და მხოლოდ შემდგომ შეხვედრებზე გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს მმართველი გუნდი.

„პარტიებმა კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია, რაც აქამდეც ცნობილი იყო, რომ უმნიშვნელოვანესია არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა და მომავალი არჩევნებისთვის სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება განვიხილოთ სხვა კომპონენტები, როგორიცაა საარჩევნო ბარიერი და ბლოკების თემა. ყველა პარტია, მათ შორის ერთმანეთისგან მსოფლმხედველობით განსხვავებული და ერთმანეთთან მტრულ რეჟიმში მყოფი პარტიებიც კი თანმხდებიან საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე“, - აღნიშნა ინაშვილმა.

პარლამენტის თბილისის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ლიდერები უმრავლესობას ხვდებიან. მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შესახვედრად პარლამენტში მოვიდნენ როგორც ე.წ. კვალიფიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე არაკვალიფიციური პარტიების ლიდერები.

მმართველ გუნდთან შეხვედრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილია, რომელიც პარლამენტის არჩევის წესს და საარჩევნო სისტემას ეხება. ოპოზიციის მოთხოვნა ამ მიმართულებით უცვლელია. მათი განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა ამოქმედდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, გადაუნაწილებელი მანდატების განაწილება უნდა მოხდეს პროპორციული წესით. ოპოზიციის მოთხოვნაა, საარჩევნო ბარიერის დაწევა და საარჩევნო ბლოკების შექმნის დაშვება.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 711
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია