დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანრი ოხანაშვილი - გიორგი მარგველაშვილს პოლიტიკური მდგრადობა არ ეყო, ხუშტურით და ულტიმატუმის ენით დაიწყო საუბარი და ფაქტობრივად პარლამენტიდან გაიქცა
ავტორი:
2018/მაისი/03 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/oxanashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491202-anri-okhanashvili-giorgi-margvelashvils-politikuri-mdgradoba-ar-eyo-khushturith-da-ultimatumis-enith-daitsyo-saubari-da-faqtobrivad-parlamentidan-gaiqca.html", "headline": "ანრი ოხანაშვილი - გიორგი მარგველაშვილს პოლიტიკური მდგრადობა არ ეყო, ხუშტურით და ულტიმატუმის ენით დაი...", "datePublished": "2018-05-03 09:12:51", "dateModified": "2018-05-03 09:12:51", "description": "ოთხი წელია პარლამენტში დადიან, პრეზიდენტი ოთხი წლის განმავლობაში ტრიბუნასთან გამოდის და თურმე მეხუთე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/oxanashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ოთხი წელია პარლამენტში დადიან, პრეზიდენტი ოთხი წლის განმავლობაში ტრიბუნასთან გამოდის და თურმე მეხუთე წელს აღმოჩნდა, რომ ეს ფორმატი მისთვის მიუღებელია. საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია, შესაბამისად, ის გარანტია ქვეყნის მდგრადობის და მას მეტი პოლიტიკური მდგრადობა მართებდა, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის მიერ გუშინ სხდომათა დარბაზის დატოვებას. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილს მეტის ნებისყოფა უნდა გამოეჩინა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ანგარიში გაეწია.

„როცა დიალოგში შესვლა გსურს, პოზიციებიც უნდა მოისმინო, თუ რას მსჯელობს პარლამენტი. სამწუხაროა, რომ მას პოლიტიკური მდგრადობა არ ეყო, რაღაც ხუშტურით და ულტიმატუმის ენით დაიწყო საუბარი და ფაქტობრივად პარლამენტიდან გაიქცა. არასოდეს ვისურვებდი საქართველოს რომელიმე პრეზიდენტისგან ასეთ საქციელს. მათ ფორმატი არათუ იცოდნენ, ოთხი წელია პარლამენტში დადიან, პრეზიდენი ოთხი წლის განმავლობაში ტრიბუნასთან გამოდის და თურმე მეხუთე წელს აღმოჩნდა, რომ ეს ფორმატი მისთვის მიუღებელია. ჩვენდა სამწუხაროდ შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ პარლამენტს და ჩვენს ინსტიტუტს, არამედ საზოგადოებას. საქართველოს პრეზიდენტი ვერ მოიქცა იმ მინიმალური სტანდარტით, რაც ნიშნავს აზრის მოსმენას. მისი სისუსტეც გამოიხატა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დებატებში პრეზიდენტის პერმანენტული მონაწილეობისთვის ცვლილებები არ განხორციელდებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგელაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 510
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია