დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაალ უდუმაშვილი - რუსთავს სჭირდება ადამიანი, რომელიც არა საკუთარ თავზე, არამედ რუსთაველების საჭიროებებზე იფიქრებს
ავტორი:
2017/აგვისტო/23 19:00:02
რუსთავის მოსახლეობას ,,ნაციონალური მოძრაობის“ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის ლიდერებმა ნიკა მელიამ, გრიგოლ ვაშაძემ, სამირა ისმაილოვამ და თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა წარუდგინეს. როგორც სიტყვით გამოსვლაში თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, რუსთავს არაფერი ეტყობა იმის, რომ დედაქალაქისგან სულ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული.

,,რუსთავი თბილისის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ რა ეტყობა ამ ქალაქს ამის?! ადგილობრივმა მთავრობამ ელემენტარული ვერ მოახერხა და სტუდენტებს სტუდენტური ტარიფი არ დაუწესა. რა უნდა მოსთხოვო მთავრობას, რომელიც საკუთარ მომავალზე, ახალგაზრდებზე არ ზრუნავს?! პრობლემების მეტი რა არის დაგროვილი ამ ქალაქში?! თუმცა ეს ყველაფერი მოგვარებადია და აუცილებლად მოგვარდება. რუსთავს სჭირდება ადამიანი, რომელიც არა საკუთარ თავზე და ზემდგომების სიამოვნებაზე, არამედ რუსთაველების საჭიროებებზე იფიქრებს. ჩვენ არ გვჭირდება მთავრობაში ადგილები, ჩვენ ამისთვის არ ვიბრძვით, ჩვენ გვინდა რომ ჩვენ მომავალ თაობას ნორმალური მომავალი ჰოქნდეს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 812
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია