დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უკრაინის მოვლენებზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტს რეზოლუციის ალტერნატიული პროექტი შესთავაზა
ავტორი:
2014/სექტემბერი/03 19:00:02
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტს რეზოლუციის ალტერნატიული პროექტი შესთავაზა.
საპარლამენტო უმცირესობის რეზოლუციაში საუბარია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე რუსეთის ფედერაციის და პირადად ვლადიმერ პუტინის პასუხისმგებლობაზე. რეზოლუციაში დაფიქსირებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი მოწოდება, სასწრაფოდ ჩავიდეს უკრაინაში.
"ნაციონალური მოძრაობის" რეზოლუციის პროექტი, რომელიც ბიუროზე დაურეგისტრირებლობის გამო კენჭისყრაზე არ დამდგარა, შემდეგი შინაარსისაა.
"ვინაიდან უკრაინა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, ვინაიდან უკრაინა წარმოადგენს საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორს და როგორც ცალკე სახელმწიფო - უდიდეს საექსპორტო ბაზარს, ვინაიდან უკრაინა ყოველთვის გვერდში ედგა საქართველოს ყველა კრიტიკულ მომენტში და ვინაიდან უკრაინის მკაფიო და არაორაზროვანი მხარდაჭერა საქართველოს არა მხოლოდ მორალური ვალდებულება, არამედ პრაგმატული სასიცოცხლო ეროვნული ინტერესია, ვინაიდან რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესია არის პირდაპირი საფრთხე მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მათ შორის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც.

საქართველოს პარლამენტი

1. გმობს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიას. არაერთი სანდო წყაროს, მათ შორის აშშ მთავრობის, ნატო-ს, ბრიტანეთის მთავრობის და ა.შ. თანახმად, უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა.

2. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესია იმეორებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას და აკმაყოფილებს გაეროს 1974 წლის რეზოლუციით "აგრესიის დეფინიციის შესახებ" დადგენილ სამხედრო აგრესიის ყველა კრიტერიუმს.

3. პასუხისმგებლობა აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებულ სისხლისღვრაზე ეკისრება რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებად ტერორისტებს და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს

4. ა.წ. 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებით ჩამოგდებაზე, რასაც 300 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, რადგან ყველა არსებული მტკიცებულებით სარაკეტო სისტემა უკრაინაში რუსეთიდან მოხვდა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ხელს უშლიან გამოძიების განხორციელებას.

5. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სასწრაფოდ გაიყვანოს ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურე უკრაინის ტერიტორიიდან და შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ.
6. მხარს უჭერს და უერთდება აშშ-ს, ევროპის კავშირის და მთლიანად ცივილიზებული სამყაროს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ და შემუშავების პროცესში მყოფ ყველა სანქციას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული სანქციები რუსეთზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

7. საერთაშორისო თანამეგობრობის მსგავსად, გმობს "გავლენის სფეროთა" ცნებას და რუსეთის ყოველგვარ მცდელობას ამგვარ "გავლენის სფეროში" მოაქციოს საკუთარი მეზობლები, მათ შორის საქართველო.

8. მოუწოდებს საქართველოს მთავრობა გაატაროს ყოველგვარი საჭირო ღონისძიება უკრაინისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების აღმოსაჩნენად

9. მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სასწრაფოდ ჩავიდეს კიევში ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში და უკრაინას გამოუცხადოს მხარდაჭერა.

10. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება და გასწიოს მუშაობა საერთაშიროსო თანამეგობრობის მიერ რუსეთის მიმართ წაყენებულ მოთხოვნათა შორის თვალსაჩინოდ ფიგურირებდეს საქართველოს დეოკუპაციის, საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის და რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრის მოთხოვნები.

11. მოუწოდებს ნატოსა და ევროკავშირს, მიიღოს ეფექტური ზომები როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხოების გაძლიერების, მათ შორის შესაბამისი შეირაღების მიწოდებისთვის და ამ მიზნით ერთიან ევროატლანტიკურ სისტემაში ინტეგრაციის დაჩქარებისათვის.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 863
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია