დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ბაქრაძე - ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი უფრო გულწრფელი ყოფილიყო შეფასებაში თუ რამ მოიტანა ის პრობლემები, რომელზეც მან საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა
ავტორი:
2018/მაისი/02 13:30:01
../photo/2015_02/0-0NOEMB-2015/baqradze-samdzimari_3d2b9.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/490983-davith-baqradze-visurvebdi-rom-prezidenti-ufro-gultsrfeli-yofiliyo-shefasebashi-thu-ram-moitana-is-problemebi-romelzec-man-sakuthar-gamosvlashi-isaubra.html", "headline": "დავით ბაქრაძე - ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი უფრო გულწრფელი ყოფილიყო შეფასებაში თუ რამ მოიტანა ის პრობ...", "datePublished": "2018-05-02 09:45:35", "dateModified": "2018-05-02 09:45:35", "description": "პრეზიდენტს არ უხსენებია ადამიანების გატაცება ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0NOEMB-2015/baqradze-samdzimari_3d2b9.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრეზიდენტს არ უხსენებია ადამიანების გატაცება ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, არ უსაუბრია გაზრდილ კრიმინალზე, კორუფციაზე, არ გახსენებია პოლიტიკური დევნის და არაფორმალური მართვის საკითხები, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე პარლამენტში პრეზიდენტ მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლას.

ბაქრაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მხოლოდ პრობლემების ნაწილი ჩამოთვალა.

“პრობლემების იმ ნაწილს, რომელიც პრეზიდენტმა ჩამოთვალა თავის გამოსვლაში, რა თქმა უნდა მთლიანად ვეთანხმებით და ვიზიარებთ, მაგრამ ეს გახლავთ მხოლოდ მცირე ნაწილი იმ პრობლემების, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და რომელიც „ქართული ოცნების“ მართვამ მოიტანა. პრეზიდენტს არ უხსენებია ის ძალიან მძიმე პრობლემა, რომელიც უკავშირდება ადამიანების გატაცებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არჩილ ატატუნაშვილის მკვლელობა. მას არ უსაუბრია გაზრდილ კრიმინალზე, რომელიც დღეს აწუხებს ბევრ ოჯახს. არ უსაუბრია კორუფციაზე, რომელიც თანდათან ბრუნდება და მკვიდრდება საქართველოში. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტს ეხსენებინა პოლიტიკური დევნის და არაფორმალური მართვის საკითხები, რომელიც რეალურად დგას საქართველოში. პრობლემების იმ მცირე ნაწილითაც კი, რომელიც პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ახსენა, ნათელია, რომ ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. მთავარი, რაც უნდა იყოს პრეზიდენტის გამოსვლაში და რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ იქნება ის, თუ ვინ არის პასუხისმგებელი დღევანდელ ვითარებაზე. არ შეიძლება მუდმივად პასუხისმგებლობიდან გაწევა, როგორც ამას აკეთებს „ქართული ოცნება“.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სურათში ლომის წვლილი და წილი აქვს შეტანილი სწორედ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი უფრო გულწრფელი ყოფილიყო შეფასებაში, თუ რამ მოიტანა ის პრობლემები, რომელზეც მან ისაუბრა საკუთარ გამოსვლაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თემა: პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში გიორგი გახარია პრეზიდენტის მოხსენებაზე - სამწუხაროდ, ეს იყო უფრო პოპულისტური გამოსვლა
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 491
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია