დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები" მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ შეთანხმებას ეხმიანებიან
ავტორი:
2014/ნოემბერი/26 19:00:02
"მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის მიმართულია აფხაზეთის ა/რ ანექსიისაკენ, - ამის შესახებ ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის შეფასებით, აფხაზეთის დამოუკიდებლობა ყოველთვის აბსტრაქტულად განიხილებოდა, ხოლო ოკუპანტ სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების შედეგად ისინი რეალურად თვითონ გამოთქვამენ სურვილს დაემორჩილონ რუსეთის ფედერაციას.
"ამ შეთანხმებით რუსეთის ხელისუფლება უარს აცხადებს საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირებაზე და საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიაში არსებული სიტუაციის სტაბილურობას. რუსული მხარე აცხადებს, რომ ხელშეკრულება მიზნად ისახავს აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირთა დაცვას. სწორედ ამ მოტივით ახსნა რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა. ამ მოვლენების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ რუსეთის ხელისუფლებას კვლავაც ამოძრავებს იმპერიალისტური მიზნები და იგი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის აბსოლუტურად ყველა ფუნდამენტური პრინციპის ნიველირებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები ასევე აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული რუსეთის ყველა ქმედება საქართველოს მიმართ სწორედ ჩვენი ტერიტორული ერთიანობისა და საზღვრების დარღვევას ემსახურება. "რუსეთი ფედერაცია არ ცნობს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს და სხვა სახელმწიფოს საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით, მხოლოდ საქართველო არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ ტერიტორიასთან მიმართებით.
საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ანექსიის კიდევ ერთ პრეცედენტი, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა უნდა შეიტანონ და შეძლონ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერება აღნიშულ პრობლემასთან დაკავშირებით", - აცხადებენ ორგანიზაციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია