დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან საკონსტიტუციო რეფორმა განიხილა
ავტორი:
2017/ნოემბერი/21 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/margvelashviliii.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464217-giorgi-margvelashvilma-evropis-sabtcos-saparlamento-asambleis-monitoringis-komitetis-delegaciasthan-sakonstitucio-reforma-ganikhila.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან საკ...", "datePublished": "2017-11-21 14:58:01", "dateModified": "2017-11-21 14:58:01", "description": "საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/margvelashviliii.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო, როგორც რამდენიმე კვირის წინ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასევე მიმდინარე რეფორმას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები დაინტერესდნენ და დაისვა კითხვები: რამდენად უზრუნველყოფს არსებული კონსტიტუცია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ანუ მიღებული კონსტიტუცია რამდენად უზრუნველყოფს ბალანსის სისტემას, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას და მომავალში მრავალპარტიულ დემოკრატიას.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ქვეყანა ამ ეტაპისთვის სრული სვლით, ერთპარტიული გადაწყვეტილებებისა და ერთპარტიული დემოკრატიისკენ მიდის.

საუბარი შეეხო ასევე, აფგან მუხთარლის საკითხს. გიორგი აბაშიშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ძალიან დიდი შეშფოთებაა და საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლის საქმე ჩვენი დიდი სირცხვილია და მნიშვნელოვანია, რომ ეს, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაუგებრობა სწრაფად დასრულდეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია