დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი - "მაესტროს" ჟურნალისტები ცოტა დაიბნენ და დაგოიმდნენ
ავტორი:
2013/ოქტომბერი/17 14:30:03
მე მგონი "მაესტროს" ჟურნალისტები ცოტა დაიბნენ და დაგოიმდნენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გაზეთების და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
აღნიშნული განცხადება პრემიერმა რადიო "პალიტრის" პროგრამების დირექტორის თამარ ცაგარეიშვილის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.
"ამ ფორმატიდან გამომდინარე, მინდა ხაზი გავუსვა რას ელით ამ ტიპის შეხვედრებისგან? თქვენ გაგაღიზიანათ ნინო ჟიჟილაშვილის კითხვამ. ჟურნალისტი რომ ხელეუხებელი არ არის ამაში გეთანხმებით, როგორც ყველა მოქალაქეს პოზიცია უნდა ჰქონდეს. მსგავსი ტიპის უკვე მესამე შეხვედრაა, რომელიც უფრო მშვიდია, ვიდრე წინა ორი. ძალიან ხშირად გაიმეორეთ "მაესტროს" ჟურნალისტების გვარები. თქვენ შეიძლება რაღაც გეწყინოთ, ჩვენი მოვალეობა არის ერთადერთი, ვითამაშოთ არა ფოსტალიონის ფუნქცია, არამედ კანარის ჩიტის ფუნქცია, ჩვენ სირენა უნდა გვქონდეს ჩართული. მე ძალიან დამაკლდა გულს, როდესაც ჩემმა კოლეგებმა არ შეგახსენეს ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, მაკონტროლებელი. მედიამ თქვენ მუდმივად უნდა გაკონტროლოთ", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
პრემიერი დაეთანხმა ცაგარეიშვილის შეფასებას და აღნიშნა, რომ მედიამ მართლაც უნდა შეასრულოს მაკონტროლებლის ფუნქცია.
"მედია უნდა იყოს მაკონტროლებელი, ჩასაფრებული. შემთხვევით არ მოვიყვანე "მაესტროს" მაგალითი. ის, რომ წავიდეს ეს კაცი და მიშა კარგია, ისიც ფორსირებულად, ასე სიტყვა-სიტყვით არ უთაქვამთ, განაწყენდნენ ჟურნალისტები. ნაცვლად იმისა, რომ პასუხი მოეთხოვათ, ისევ მიჩქმალეს და არასწორად წარმოაჩინეს, გირგვლიანის გამოძიებაზე საქმე. ამ ჟურნალისტებმა მშვენივრად იცოდნენ მათთანვე იყო პროკურორის ეს საუბარი და მიივიწყეს. ეს არის ჟურნალისტიკა? არ უნდა გაეხსენებინათ, რომ მათთან იჯდა პროკურორი და უთხრა აი, ნახეთ, ხუთი კაცი პასუხისგებაშია მიცემული", - აღნიშნა პრემერმა.
მისივე თქმით, "მაესტროს" ჟურნალისტები დაიბნენ.
"მე მგონი "მაესტროს" ჟურნალისტები ცოტა დაიბნენ და მე მგონი დაგოიმდნენ. აუცილებლად კარგია თუ ცუდია, უნდა ვაგებინოთ ხელისუფლებას პასუხი, ასე ეგონათ ეს არის მათი ფუნქცია, კარგად იქცევიან თუ ცუდად, მაინც უნდა ვლანძღოთ. მე მგონი ცოტა დაიბნენ და გადააჭარბეს თავის უფლებებს. ეს არ ზღუდავს მათ, პირიქით, მოვიდნენ და გვაკრიტიკონ. ერთადერთი ჩემი რჩევა, რომელიც სააკაშვილმა გაითვალისწინა როცა არჩევნების შემდეგ შევხვდი, ეს იყო - ბიჭო, ეს წიკლაური გააჩერე მეთქი, ხალხს აგრესია აქვს. იმის მერე წიკლაური აღარ გამოსულა წინა პლანზე. ის, რომ ასე ვიხსენებ "მაესტროს" ჟურნალისტებს, ეს მათ ემოციას უზრდის. კარგია, ჩასაფრდნენ და მიმანიშნონ, ოღონდ დასაბუთებულად და არგუმენტირებულად. კრიტიკაზე მაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი დამოკიდებულება", - აღნიშნა პრემიერმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია