დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პაატა ზაქარეიშვილი - ამ წუთისთვის არანაირი შეშფოთების საფუძველი არ არსებობს
ავტორი:
2014/აპრილი/16 18:30:02
თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ წუთისთვის არანაირი შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
"ორი დღეა ჩართულია ყველა ის უწყება, რომელსაც ასეთ დროს ევალება ოპერატიული მუშაობა, პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათ აქვთ კონტაქტები ცხინვალთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საშუალებით და ეს არის სწორედ ის ფორმატი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ასეთ ღონისძიებებში ვერთვებით და საკმაოდ სწრაფად, რამდენიმე დღეში ხდება ხოლმე დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ წუთისთვის არანაირი შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, იმიტომ რომ, ჩვენ ვიცით, სად იმყოფებიან ჟურნალისტები, რა მდგომარეობაში არიან, არსებობს გარკვეული პროცედურები. ჯერჯერობით ის ვადები, რაც სამწუხაროდ, ზოგადად გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებული პრობლემების დროს გვჭირდება ხოლმე, გონივრულ ფარგლებს არ სცილდება და ვთვლით, რომ გარკვეულ პერიოდში მოხდება მათი გათავისუფლება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რა ვადებს გულისხმობს მინისტრი, ზაქარეიშვილის თქმით, ეს თანაბრად ეხება ყველა მოქალაქეს და გულისხმობს რამდენიმე დღეს, როდესაც ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გარკვეულ პროცედურებს ახორციელებენ, მათ შორის ე.წ. სასამართლოს მართავენ.
"ჩვენთვის მთავარია, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას და გვაქვს გარკვეული მოლოდინები, რომ დროულად მოხდება ამ ტიპის ღონისძიებების განხორციელება", - დასძინა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილის თქმით, თუ რომელი მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს ქართველი ჟურნალისტები, ამასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები აქვს. "ჩვენთვის მთავარი ის კი არაა, ზუსტად რა მოხდა, მთავარია ადამიანების გადარჩენა", - დასძინა ზაქარეიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია